ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა:
"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა... გთხოვთ, არ დამირეკოთ და ნუ მომწერთ... ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის. ცხოვრება გრძელდება..." - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
ბოლო დროს, პერიოდულად, ტელეკომპანიიდან წამოვიდნენ ასევე ცნობილი სახეები - ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ნიკოლოზ წულუკიძემ, დუტა სხირტლაძემ, რუსკა მაყაშვილმა და სხვებმა.