15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - მშობლები

15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2026-05-27 13:35:52+04:00

თბილისში, საბურთალოს რაიონში დაკარგული 15 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანს ოჯახი და პოლიცია 26 მაისის შემდეგ ეძებდა. ის ბოლოს საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან მდებარე სათვალთვალო კამერამ 21:59 საათზე დააფიქსირა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.

ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ambebi.ge