წიგნი თუ თამაში? - რატომ გვჭირდება ორივე „ვეფხისტყაოსნის“ სიღრმისეულად გასაგებად - მშობლები

წიგნი თუ თამაში? - რატომ გვჭირდება ორივე „ვეფხისტყაოსნის“ სიღრმისეულად გასაგებად

2026-05-27 16:41:43+04:00

დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში, 13-16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დიდი ხნით ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. თანამედროვე მოზარდები მიეჩვივნენ სწრაფად ცვალებადი კონტენტის ყურებას, ინფორმაციის დინამიკურ რეჟიმში მიღებასა და გართობის საშუალებებზე მომენტალურ ხელმისაწვდომობას. შედეგად, ვრცელი, არქაული ენით ნაწერი ტექსტების კითხვა, გააზრება და მათი დამახსოვრება სულ უფრო დიდ ბარიერად იქცევა.

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის უმთავრესი მორალური კოდექსია. მისი ფილოსოფია თავისი დროისთვის რევოლუციური იყო: აქ ქალი და მამაკაცი თანასწორია, მეგობრობა უზენაეს მსხვერპლს მოითხოვს, ადამიანის თავისუფალი ნება კი ბედისწერაზე მაღლა დგას.

„ვეფხისტყაოსნის“ სიღრმისეული შესწავლა, რომელიც ყველა ქართველის ცხოვრებისა და სასკოლო განათლების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, მოზარდებისთვის ხშირად ასოცირდება სირთულესთან და ხანდახან დაუძლეველადაც კი ეჩვენებათ. განსაკუთრებულ დისკომფორტს წარმოადგენს შაირების ზეპირად დამახსოვრება (საზეპიროები). თუმცა, ამ ბარიერის გადალახვა სრულიად შესაძლებელია, თუ ბავშვს პოემას უფრო სახალისო, თანამედროვე და მისთვის საინტერესო ფორმით შევთავაზებთ.

ინტეგრირებული სწავლება „შაირობასთან“ ერთად

696508828-830423439770488-120652922753051552-n-1779885949.jpg

ბავშვი თუ ზრდასრული ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებს და სწავლობს, როცა სრულად ერთვება პროცესში, მათ შორის ემოციურადაც. „ვეფხისტყაოსნის“ ახალი სპეციალური გამოცემა, რომელიც წიგნთან ერთად სამაგიდო თამაშს აერთიანებს, სწორედ ამ ინოვაციურ მეთოდს ეფუძნება.

„შაირობა (თამაში ბარათებით)“ ერთ სივრცეში აერთიანებს მოსახერხებელი ზომის წიგნსა და თამაშისთვის განკუთვნილ ბარათებს. აღსანიშნავია, რომ ბარათები გაფორმებულია მიხაი ზიჩის გენიალური ილუსტრაციებით, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტ ესთეტიკურ და კულტურულ ღირებულებას სძენს. თამაშის იდეისა და მექანიკის ავტორია გიორგი გვიშიანი, ხოლო პროექტი გამომცემლობა „პალიტრა L“-ს ეკუთვნის.

696044419-980348394752134-390841343852796569-n-1779885949.jpg

თამაშის მეშვეობით ბავშვებს სრულიად ავიწყდებათ ის წინასწარი შიში და სირთულე, რომელიც ნაწარმოების კლასიკური წესით შესწავლისას ჰქონდათ. აზარტი და ემოცია ძველ, ნეგატიურ განწყობებს თითქმის სრულად აბათილებს. შაირების აწყობა, პერსონაჟებისა და კონკრეტული სიტუაციების ამოცნობა, სიუჟეტის განვითარებისთვის თვალის დევნება - ეს ყველაფერი თამაშის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ მოთამაშემ გაიმარჯვოს, მან ყველა ეს პირობა უნდა შეასრულოს, რაც ბუნებრივად ბადებს ჩართულობისა და ლიდერობის სურვილს.

707979859-1677527256723550-8817669552152706922-n-1779885949.jpg

ცნობილი მეცნიერული ფაქტია, რომ ვიზუალური და ასოციაციური მეხსიერებით ადამიანს არა მხოლოდ მოვლენების, არამედ რთულად დასასწავლი ინფორმაციის აღდგენაც ბევრად მარტივად შეუძლია. სათამაშო ბარათები და ილუსტრაციები მოზარდს ეხმარება, გონებაში მკაფიოდ გააცოცხლოს რუსთაველის პერსონაჟები: იქნება ეს ავთანდილი, ტარიელი, თინათინი, ნესტანი თუ ასმათი და აღადგინოს მათი თავგადასავლები, რომლებიც თამაშის მეშვეობით ღრმად იბეჭდება მეხსიერებაში.

ამასთანავე, თამაშით სწავლების დამატებითი უპირატესობაა სოციალური ინტერაქცია. ვინაიდან თამაშში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ერთვება, თანატოლებს შორის ბუნებრივად იწყება სიუჟეტის განხილვა და ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელის შეფასება. ბავშვები ერთობლივი ძალებით ხსნიან ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობას, აკავშირებენ მოვლენებს ერთმანეთთან და ბევრად უფრო სწრაფად ამახსოვრდებათ პოემის მნიშვნელოვანი ნაწილები.

რა გელოდებათ სათამაშო ყუთში?

  • შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ - მოსახერხებელი ფორმატის წიგნი მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით;
  • „შაირობა“ - სპეციალურად შემუშავებული სათამაშო ბარათების კომპლექტი;
  • თამაშის წესები - დეტალური და მარტივი ინსტრუქცია სწრაფი ჩართვისთვის.

გამოცემა ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე „ბიბლუსსა“ და წიგნის წამყვან მაღაზიებში.

R