ექსკურსიაზე 12 წლის მოსწავლე დაშავდა - გოგონა სიმაღლიდან გადმოვარდა - მშობლები

ექსკურსიაზე 12 წლის მოსწავლე დაშავდა - გოგონა სიმაღლიდან გადმოვარდა

2026-05-27 23:11:30+04:00
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მეექვსეკლასელი, რომელიც წარმოშობით ბოლნისიდან არის, შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივებმა mak.ge-სთან აღნიშნეს, გოგონა, შემოღობილ ადგილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და თავი სავარაუდოდ ქვას დაარტყა.
მიღებული ტრამვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განცხადებით, მოზარდს აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
აქვს თუ არა განათლების სამინისტროს უფლება, მე-12 კლასელებს საზღვარგარეთ ექსკურსია აუკრძალოს ან რეგულაციები შემოიღოს: ბოლო ექსკურსია საზღვარგარეთ ძალიან ტრენდული გახდა... მშობელს წლობით ვალი ედება...
ბევრი მშობელი ვერ ახერხებს ამდენი ფულის გადახდას და ბავშვი რჩება გულმოკლული, გიღირთ ასეთი სეირნობა?... ახლანდელ ბავშვებს ნაკლებად აქვთ რამის ნახვის სურვილი, უფრო მშობლებს უნდათ იქ გართობა - რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიებზე