მხედველობის დაბრუნება - ყველაფერი კატარაქტისა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ - მშობლები

მხედველობის დაბრუნება - ყველაფერი კატარაქტისა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ

2026-05-28 15:24:00+04:00

მხედველობა სამყაროსთან კონტაქტის უმთავრესი გზაა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენი თვალის ბუნებრივი „ლინზა“ ანუ ბროლი შესაძლოა შეიცვალოს, რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს. კატარაქტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური გამოწვევაა, რომლის შესახებაც საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს. ხშირად მას მხოლოდ ასაკობრივ პრობლემად მიიჩნევენ და მკურნალობას აყოვნებენ, რაც გართულების და შეუქცევადი შედეგის მიღების რისკებს ზრდის.

დაავადების სამართავად თანამედროვე მედიცინა პერსონალიზებულ მიდგომას გვთავაზობს, რაც საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსშია“ ხელმისაწვდომი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს კატარაქტის მკურნალობას მსოფლიოში საუკეთესო ბროლებით, საერთაშორისო სტანდარტებით დაცული უსაფრთხოებითა და უმაღლესი შედეგებით

როგორ ამოვიცნოთ დაავადება დროულად და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა? - ამ თემებზე დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი გიორგი ნანობაშვილი გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა კატარაქტა და რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს თვალში?

კატარაქტა თვალის ბუნებრივი ბროლის პროგრესული შემღვრევაა. ბროლი თვალის გამჭვირვალე ნაწილია, რომელიც სინათლის გარდატეხასა და მის ბადურაზე ფოკუსირებაზეა პასუხისმგებელი. რაც უფრო ინტენსიურია შემღვრევის პროცესი, მით უფრო ნაკლებ სინათლეს ატარებს ბროლი, რაც მხედველობის ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს.

არის თუ არა კატარაქტა პირდაპირ კავშირში ასაკთან?

კატარაქტა ძირითადად 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში გვხვდება. ხშირად ადამიანები მხედველობის გაუარესებას მხოლოდ ასაკს მიაწერენ და სპეციალისტთან ვიზიტს აყოვნებენ, რაც შეცდომაა. ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, რადგან მხედველობის დაქვეითება შესაძლოა სხვა, უფრო ვერაგი პათოლოგიებითაც იყოს გამოწვეული, რომლებიც ხშირად შეუქცევად დაზიანებებს იწვევს. სწორი დიაგნოსტირება არის ერთადერთი გზა ადეკვატური მკურნალობის დასაგეგმად.

რა არის ის ძირითადი სიმპტომები, რომელთა დროსაც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია?

კატარაქტის უმთავრესი სიმპტომი მხედველობის დაბინდვა და „ნისლის“ ეფექტია. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სამყაროს თითქოს გაუმჭვირვალე მინის მიღმა ხედავენ.

როგორ ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტირება?

დიაგნოსტირება ხდება ოფთალმოლოგთან ვიზიტისას. პაციენტს უტარდება მედიკამენტოზური მიდრიაზი (გუგების გაფართოება სპეციალური წვეთებით), რის შემდეგაც ექიმი ფიზიკურად აფასებს ბროლის გამჭვირვალობის ხარისხს.

მკურნალობის რა გზებს იყენებთ „ნიუ ჰოსპიტალსში“?

მნიშვნელოვანია პაციენტებმა იცოდნენ, რომ კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ქირურგიულია. ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტოზური საშუალებები (წვეთები ან აბები) თანამედროვე მედიცინაში არ არსებობს.

მოგვიყევით ბროლის შეცვლის პროცედურის შესახებ, რამდენად რთულია ის და ახლავს თუ არა გარკვეული რისკები?

ბროლის შეცვლა მაღალტექნოლოგიური, მცირეინვაზიური ოპერაციაა. პროცედურის დროს პაციენტი იმყოფება ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. გაუტკივარება ხდება ადგილობრივად, მხოლოდ წვეთების საშუალებით, რაც ოპერაციას უმტკივნეულოს ხდის. პროცედურა დაახლოებით 15 წუთი გრძელდება.

ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი ოპერაციისთვის მომზადება და ხელოვნური ბროლის სწორად შერჩევაა. ამისთვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ ვიყენებთ უახლეს აპარატურას, რაც გართულებების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნური ბროლის ბრენდი და ხარისხი?

ხელოვნური ბროლის ხარისხი პირდაპირპროპორციულია პოსტოპერაციული მხედველობის ხარისხისა. ბრენდული ბროლები დამზადებულია მაღალტექნოლოგიური მასალისგან, რომელიც თვალთან ბიოშეთავსებადია. „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის ევროპული და ამერიკული ბროლები, რომლებიც პაციენტს მკაფიო და სუფთა მხედველობას უბრუნებს.

რას ეტყვით პაციენტებს, რატომ უნდა ჩაიტარონ ბროლის შეცვლის პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსში?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმი ოფთალმოლოგები. კლინიკა აღჭურვილია ულტრა თანამედროვე აპარატურით, ვიყენებთ თანამედროვე უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ ბროლებს. ეს ყოველივე განაპირობებს პოსტოპერაციულად მაღალ მხედველობის სიმახვილეს და პაციენტის კმაყოფილებას.

R