მოქალაქეთა შეკითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს.
- ვიმყოფები არაოფიციალურ ქორწინებაში 20 წელზე მეტია. გვყავს შვილები. ვიყიდეთ ბინა სესხით, ბინა გაფორმდა მეუღლის სახელზე და წლებია სესხს მე ვიხდი. მე ვარ დარეგისტრირებული თანამსესხებლად. მეუღლე უარს ამბობს, რომ თანამესაკუთრედ დამარეგისტრიროს. რა შეიძლება გავაკეთო?
- ვინაიდან თქვენ არა ხართ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ესე იგი, იმყოფებით სამოქალაქო ქორწინებაში. რაც ავტომატურად არ გაძლევთ შესაძლებლობას ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავთ, გყავთ საერთო შვილები და ბინა შეძენილია ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში. ეს გარემოება არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენ შესაძლოა გქონდეთ ამ ქონების წილის მოთხოვნის უფლება, თუ დაამტკიცებთ, რომ მის შეძენაში რეალურად მონაწილეობდით ფინანსურად, ან არსებითად მონაწილეობდით სესხის დაფარვაში. თქვენი აღწერით, თქვენ წლების განმავლობაში იხდით სესხს და ამასთან ხართ აღნიშნული როგორც თანამსესხებელი. ეს ფაქტი სამართლებრივად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ ადასტურებს თქვენს ვალდებულებით მონაწილეობას ბანკის წინაშე და ამით თქვენი ფინანსური წვლილი ქონების შეძენაშიც დასტურდება. ამდენად, თუ მეუღლე უარს ამბობს თქვენს თანამესაკუთრედ რეგისტრაციაზე, უნდა მიმართოთ სასამართლოს. რადგან თქვენ მიუთითებთ, რომ სესხის გადახდაში მონაწილეობთ, გაქვთ რეალური შესაძლებლობა გახდეთ აღნიშნული ქონების თანამესაკუთრე.
- გარდამეცვალა მეუღლე. მყავდა ორი თვის შვილი და მომიწია იმ სახლიდან წამოსვლამ. სახლი, სადაც ვცხოვრობდით, იყო ჩემი ქმრის მშობლის სახელზე, ასევე აქვთ მიწები და ბინა. მთელი ეს ქონება ჩემმა მულმა გადაიფორმა. მე ხელი არ მქონდა მოწერილი ქმართან, მაგრამ ბავშვი არის მამის გვარზე. როგორ უნდა მოვიქცე, რომ შვილმა მიიღოს მამამისის წილი?
- მემკვიდრეს შეუძლია მიიღოს მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქონება მემკვიდრეობით. როგორც თქვენ მიუთითებთ, თქვენ ცხოვრობდით მეუღლის მშობლების სახელზე რეგისტრირებულ სახლში, თუმცა კითხვიდან არ ჩანს, მეუღლის მშობლები გარდაცვლილები იყვნენ თქვენი მეუღლის გარდაცვალების მომენტში თუ შემდეგ გარდაიცვალნენ. განაგრძეთ კითხვა