თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მთავარი ღონისძიება კი 15:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა: ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და სხვა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, საკონცერტო პროგრამა 15:30 საათიდან დაიწყება. გალა-კონცერტი კი 19:00 საათიდან. დასწრება თავისუფალია.
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 7-13 წლის მოზარდებს იწვევს საინტერესო შემეცნებით პროგრამაში.
დრო: 1 ივნისი, 14:00 საათი. პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
"მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მშობლის მიერ ბმულზე: https://shorturl.at/GREjV. გთხოვთ გაითვალისწინოთ: ადგილები შეზღუდულია და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ პირველ 20 დარეგისტრირებულ მონაწილეს." - წერია ეროვნული ბოტანიკური ბაღის გვერდზე.
31 მაისსა და 1-ელ ივნისს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი მთაწმინდის პარკშიც. პარკში სხვადასხვა კომპანია ბავშვებისთვის ბევრ აქტივობას გეგმავს. დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ, მათ გვერდზე გადაამოწმოთ.
1-ელ ივნისს ისთ ფოინთში პატარებს ასევე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და მხიარული აქტივობები ელოდება.
31 მაისსა და 1-ელ ივნისს პატარა სტუმრებს ელოდება თბილისი მოლი და პარტნიორ კომპანიებთან ერთად გასართობ ღონისძიებებზე ეპატიჟება.
𝟏-ელ ივნისს, საბურთალოს სითი მოლში 𝟭𝟳:𝟬𝟬 საათიდან პატარა სტუმრებს დახვდებათ "𝐌𝐞𝐤𝐨 𝐒𝐭𝐮𝐝𝐢𝐨𝐬” ბავშვების კონცერტი. ასევე თქვენ გელოდებათ ილუზიონისტის - 𝐋𝐚𝐬𝐡𝐚 𝐆𝐞𝐥𝐚𝐬𝐡𝐯𝐢𝐥𝐢ს ჯადოსნური შოუ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, სითი მოლის გვერდზე გადაამოწმოთ.