ჟურნალ „საბავშვო კარუსელთან“ ერთად ქართული ხალხური ზღაპრების სერია გრძელდება. მეოთხე ილუსტრირებულ გამოცემას, „კომბლეს“ ჟურნალის სექტემბრის ნომრის პრემიუმ პაკეტში სპეციალურ ფასად, 9,90 ლარად შეიძენთ. ამავე ნომერში დაგხვდებათ საჩუქრად გაკვეთილების ცხრილიც.
„საბავშვო კარუსელისა“ და „პალიტრა L“-ის ახალი პროექტი ქართული ხალხური ზღაპრების გაცოცხლებასა და მათი ახალი თაობებისთვის გაცნობას ემსახურება. ვიზუალურად განახლებული, თანამედროვე სტილზე მორგებული ილუსტრაციები პატარა მკითხველებისთვის ზღაპარს კიდევ უფრო საინტერესოსა და გასაგებს გახდის.

შეაგროვეთ ქართული ხალხური ზღაპრები „საბავშვო კარუსელთან“ ერთად და იმოგზაურეთ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც უჩვეულო ამბები ხდება!
მომავალი თვიდან ჟურნალში გაგრძელდება მსოფლიო ზღაპრების გმირების მაგნიტური კოლექცია.
"საბავშვო კარუსელის" სტანდარტული პაკეტის ფასი 5 ლარია, პრემიუმპაკეტის, წიგნთან ერთად, 9.90 ლარი. გაკვეთილების ცხრილი ორივე პაკეტს საჩუქრად მოჰყვება.
R