თვეების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი დავის შემდეგ, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმაილია თოფურიამდა მისმა ყოფილმა მეუღლემ,ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმათებერვალში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შემდეგაც სასამართლოში საქმე შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებამ მათ ცხოვრებაში ერთი თავი დახურა, დაშორებულ წყვილს შორის დრამა კვლავ გრძელდება.
განქორწინების პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჯორჯინამ ახალი იერიში მიიტანა ყოფილ ქმარზე და ასევე მის დედაზე.
უფრო კონკრეტულად კი, "ინსტაგრამზე" ჯორჯინამ გამომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა ფანმა ჰკითხა, როგორ უნდა გაუმკლავდე ადამიანს, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილია და შენზე ასე საუბრობს (გამომწერმა სავარაუდოდ, ილია თოფურია იგულისხმა, თუმცა სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია).
ჯორჯინამ კითხვას ასე უპასუხა:
ჯორჯინა უზკატეგუის არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ღალატს გულისხმობდა, თუმცა უცხოური მედია ამ კონტექსტში შემდეგს იხსენებს - ილიასა და ჯორჯინას განქორწინების პროცესში გავრცელდა ხმები თოფურიას სავარაუდო ღალატის შესახებ. ილია 2025 წლის ბოლოს დაუკავშირეს ქალს, სახელად ქეთა როსტომაშვილს. თუმცა მათი ურთიერთობა არ დადასტურებულა.
აღსანიშნავია ასევე, რომ უცხოურ მედიაში ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანის განცხადებას იხსენებენ - ერთ-ერთ ინტერვიუში თოფურიამ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ცოლთან დაშორებიდან მიიღო, არის ის, რომ "დედას უნდა დაუჯეროს ხოლმე".
ჯორჯინას ინსტაგრამზე კითხვა-პასუხის დროს სწორედ ამ რეპლიკის შესახებ ჰკითხა ერთ-ერთმა გამომწერმა. განაგრძეთ კითხვა