ვცდილობთ, ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს - მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, რაც დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება.
"ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ის, რაც რელევანტური იყო, რომ კრიტერიუმად მიგვეჩნია, რათა შეგვეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ის კრიტერიუმები და მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოითხოვს გადახედვას.
გადაიხედება, რა უნდა იყოს მიჩნეული იმ კრიტერიუმად, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ ვის აქვს სოციალური შეჭირვება და ვის - არა.
ვმუშაობთ და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით“,- განაცხადა მინისტრმა.