63 წლის მსახიობმა დემი მურმა სასამართლოში შვილიშვილის მეურვეობის საკითხზე ჩვენება მისცა: მსახიობის ქალიშვილი, რუმერ უილისი, და მისი ყოფილი პარტნიორი შვილის მეურვეობისთვის იბრძვიან. მურმა სასამართლოში მხარი დაუჭირა თავის ქალიშვილს და განაცხადა, რომ გოგონას მამა, მუსიკოსი დერეკ ტომპსონი, აგრესიული იყო რუმერის შინ მშობიარობის დროს და აკონტროლებდა და ავიწროებდა მის ქალიშვილს მათი ურთიერთობის დროს.
„დეილი მეილის“ რეპორტიორებმა უილისისა და ტომპსონის სამი წლის ქალიშვილის მეურვეობის საქმის დოკუმენტები მოიპოვეს. მურის ჩვენება სხვა მოწმეების ჩვენებებს შორის იყო. მასში მსახიობი ქალიშვილის ყოფილი შეყვარებულის ქცევას შემდეგნაირად აღწერს: „ორსულობის დასაწყისიდანვე ვაკვირდებოდი, რომ რუმერი მუდმივ სტრესში იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ ნაწილობრივ ჰორმონები იყო დამნაშავე, მით უმეტეს, ორსულობა ასეთი ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ დადგა. დროთა განმავლობაში შევნიშნე, რომ დერეკის ქცევა ძალიან უცნაური იყო და ის ყოველთვის საკუთარ თავს და საჭიროებებს აყენებდა პირველ ადგილზე“.
წყვილი რუმერის ორსულობამდე ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს.
ადგარდა ამისა, მურმა გაამხილა, რომ ტომპსონი აგრესიულად იქცეოდა მისი ქალიშვილის შინ მშობიარობის დროს: „სანამ რუმერი ლუეტას აჩენდა, ის სამშობიარო აბაზანაში იმყოფებოდა და დერეკი, ნებართვის გარეშე და შხაპის გარეშე, აბაზანაში ცავიდა. ყველა შოკირებული იყო. რუმერმა სთხოვა, დაუყოვნებლივ გასულიყო. მშობიარობის დარჩენილი ნაწილი დერეკმა გაბრაზებულმა გაატარა და ყველას აჩვენებდა, რომ განაწყენებული იყო; მთელი ყურადღება მასზე იყო კონცენტრირებული. მან არსებითად გაანადგურა რუმერის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი“.
მსახიობმა ასევე განაცხადა, რომ ტომპსონმა მისი ქალიშვილი დედასა და დებს დაუპირისპირა: „მესმოდა, როგორ აიძულებდა რუმერს, რომ მე და მისი დები [მშობიარობაზე] არ წავეყვანეთ მხარდაჭერისთვის. მესმოდა, როგორ ეჩხუბებოდა რუმერს, თუ როგორ ვბედავდით მისვლას მისი ნებართვის გარეშე?“
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ტომპსონი იბრძოდა მათი ქალიშვილის მეურვეობისთვის, მური ამბობს, რომ ამჟამად ის არანაირ ფინანსურ მხარდაჭერას არ უწევს: „მან უარი თქვა რაიმე ძალისხმევის გაწევაზე და არ გამოთქვა სურვილი, რომ ლუეტას მხარდაჭერისთვის თანხები მოეძებნა“.

თავის მხრივ, რუმერ უილისმა ყოფილი პარტნიორი ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა: „ლუეტას დაბადებამდეც ვუთხარი, რომ მას აღარ შეეძლო ნარკოტიკების მოხმარება სახლში, მაგრამ ერთხელ ის იმდენად გაბრუებული იყო, ლუეტა, რომელიც მის გვერდით იჯდა, საწოლიდან გადმოვარდა“.
გარდა ამისა, რუმერმა აღნიშნა, რომ დერეკს ზედმეტად მოსწონს ლუეტასთვის ტანსაცმლის გახდა, რათა მას კანზე შეეხოს. „დაბადების დღიდან ის ლუეტასთან „კანით კანზე კონტაქტს“ დაჟინებით მოითხოვდა, ყველას თვალწინ იხდიდა მაისურს და ლუეტას შიშველს ტოვებდა, მაშინაც კი, როცა ციოდა, რათა „კანით კანზე კონტაქტი“ ჰქონოდა. მას ლუეტასთან ბანაობის უფლება არ უნდა მიეცეს. მე ეს ძალიან მიუღებლად მიმაჩნია, რომ ის შიშველი ბანაობდეს ამ ასაკის ლუეტასთან".
ჩვენებებში ჩანს, რომ დედა-შვილი ბევრ საფრთხეს ხედავს ბავშვის მამასთან დატოვებაში, თუმცა რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია.