"პირველად 19 წლის ასაკში გავხდი დედა, ეს ნორმა მეგონა... მინდა გავიგო, ახლა როგორი დედა ვიქნები..." - 44 წლის ნატალია ვოდიანოვა მე-6 ორსულობაზე - მშობლები

"პირველად 19 წლის ასაკში გავხდი დედა, ეს ნორმა მეგონა... მინდა გავიგო, ახლა როგორი დედა ვიქნები..." - 44 წლის ნატალია ვოდიანოვა მე-6 ორსულობაზე

2026-05-30 11:55:10+04:00

44 წლის რუსმა სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ მეექვსე ორსულობის შესახებ ისაუბრა. ვოდიანოვამ ცოტა ხნის წინ ფრანგული Vogue-ის გარეკანზე გამოაცხადა ორსულობის შესახებ.

ნატალია ვოდიანოვა პირველად 19 წლის ასაკში დედა გახდა და ახლა თვლის, რომ ეს ნაადრევი იყო. იმ დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ნორმალურად ჩანდა, მაგრამ ევროპაში, სადაც ის ცხოვრობდა, გამონაკლისად ითვლებოდა. „19 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი გავაჩინე! უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ იმ დროს ეს ბუნებრივი ჩანდა. ჩემს ყველა მეგობარს ადრეულ ასაკში შეეძინა პირველი შვილი. თავს განსაკუთრებულად არ ვგრძნობდი. დღეს ვხვდები, რომ აქ, ევროპაში, ეს გამონაკლისად ითვლებოდა... თუმცა არასდროს მინანია. დიდი ოჯახი ჩემი ოცნება იყო“.

original-6-1780128051.webporiginal-7-1780128051.webporiginal-8-1780128051.webp

Vogue-თან ინტერვიუში ვოდიანოვამ აღნიშნა მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა მის ხუთ შვილს შორის ორი ქორწინებიდან. „ჩემი უფროსი ვაჟი, ლუკასი, რომელიც პირველი ქმრისგან (ჯასტინ პორტმანი) შემეძინა, წელს 25 წლის გახდება. ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდია: ლუკასი 13 წლის იყო, როდესაც მაქსიმი გავაჩინე, ჩემი პირველი შვილი ანტუანთან (ანტუან არნო, ნატალია ვოდიანოვას მეორე ქმარი). ჩემი უმცროსი ვაჟის, რომანის დაბადებიდან ათი წლის შემდეგ, ისევ ორსულად ვარ. სინამდვილეში, თავს მესამე თაობის ბავშვების დედად ვგრძნობ, და - ყველანი ერთ ჭერ ქვეშ.“

ნატალია ვოდიანოვას და მის მეორე ქმარს, ანტუან არნოს, მოდის კონგლომერატის ბერნარ არნოს შვილს, ორი ვაჟი ჰყავთ: მაქსიმი და რომანი. მოდელმა გააზიარა, თუ როგორ გადაწყვიტა კვლავ დედა გამხდარიყო. „მე და ანტუანს გვეგონა, რომ ჩვენთვის ეს თავი დაიხურა და უკვე ბედნიერები ვიყავით ჩვენი დიდი ოჯახით. მაგრამ გასულ ზაფხულს კვლავ გაჩნდა კითხვები. ათი წლით უკან დაბრუნების შემთხვევაში, რას შევცვლიდი? როგორი დედა ვიქნებოდი დღეს? ამ კითხვამ ცნობისმოყვარეობა გამიღვივა: რა მოხდებოდა, თუ ჯერ კიდევ არ იქნებოდა გვიან? რა მოხდებოდა, ეს კარი რომ არ დაგვეხურა?“

original-4-1780128051.webp

original-5-1780128051.webp

შეგახსენებთ, რომ ნატალია ვოდიანოვას ყოფილ ქმართან, ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანთან სამი უფროსი შვილი ჰყავს: ვაჟები ლუკასი და ვიქტორი და ქალიშვილი ნევა. წყვილმა 10 წელი იცხოვრა ერთად. განქორწინებიდან მალევე, 2011 წელს, სუპერმოდელმა ანტუან მილიარდერ არნოსთან შეხვედრები დაიწყო. ისინი 2020 წელს პარიზში დაქორწინდნენ და ქორწილამდე ვაჟები მაქსიმი და რომანი შეეძინათ.

რუს კონკიად წოდებული 44 წლის სუპერმოდელი, ფრანგი მილიარდერის ცოლი ნატალია ვოდიანოვა მეექვსე შვილს ელოდება
10-მილიონიანი სასახლე, იახტა, საათების კოლექცია და ბრენდული ნივთები - საჩუქრები, რომლებსაც სიღარიბეში გაზრდილი ნატალია ვოდიანოვა მილიარდერი ქმრისგან იღებს