"14 წლის ვიყავი, რომ გამიტაცა... მოტაცებას ვერ დავარქმევ... ის იყო ჩემზე ბევრად დიდი... მაღალჩინოსანის პირადი დაცვა.... ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე..." - მაკო კობერიძე - მშობლები

"14 წლის ვიყავი, რომ გამიტაცა... მოტაცებას ვერ დავარქმევ... ის იყო ჩემზე ბევრად დიდი... მაღალჩინოსნის პირადი დაცვა.... ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე..." - მაკო კობერიძე

2026-05-30 13:03:14+04:00
რუსთავი 2-ის გადაცემაში ამბავი Playboy-ს მოდელი, მაკო კობერიძე მოყვა თავის ამბავს... მან 14 წლის ასაკში შეიტყო სიმართლე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა - უთხრეს, რომ ნაშვილებია. ამას მოჰყვა რთული პერიოდი: რამდენჯერმე მოტაცება, მშობლიური სახლის დატოვება და სრულიად განსხვავებული გზა. ხმაურიანი სამოდელო კარიერა, მათ შორის Playboy-ს მოდელობა და ის გახმაურებული სკანდალები, რომლებიც მის მონაწილეობით გადაღებულ ეროტიკულ ფილმს უკავშირდება, მარტოხელა დედობა...
მაკო კობერიძე:
- ძალიან ბევრი ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა დღეს ამ თემით აქ, მაგრამ ჯობია დავარღვიო დუმილი და გამოვიტანო შიგნიდან გარეთ, რათა ჩემი ხმა იყოს ყველასთვის მისაწვდომი არა როგორც სუსტი ქალის, არამედ ნაზი და ძლიერი ქალის... მე ვარ ის ქალი, რომელიც დღეს ყველასთვის არის შიშველი. არის ფლეიბოის მოდელი. ქალი, რომელიც თავს უძღვნის სიშიშლეს, ეს სიშიშვლე არის ჩემი სული. ჩემი სული არის ხელოვნება და სულში ვერასოდეს ვერავინ შემოაღწევს. მე მზად ვარ ვისაუბრო აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც ჩემს ნამდვილ სახეს, ნამდვილ მეს დაანახებს ადამიანებს...
მომეცა საშუალება, დამერღვია დუმილი და დამეწყო ჩემზე საუბარი ქალზე, გოგოზე რომელიც სამი დღის ასაკში ყველაზე ლამაზმა ყველაზე ძლიერმა ოჯახმა შვილად აიყვანა და დიდი სითბოსი და სიყვარულის მოლოდინში ზრდიდნენ მას...
მე ბავშვობა დავასრულე დედაჩემის გარდაცვალების დღეს. პარკინსონით დაავადებულ ბებოს ვუვლიდი სახლში, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი. ექვსი წლის ასაკიდან სრული პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე. ვეხმარებოდი მამას, რომელიც რამდენიმე სამსახურში მუშაობდა. ჩუმად ვიპარებოდი ბაზარში, ვიცოდი, რომ ბავშვისგან იყიდდნენ ბოსტნეულს, ვყიდდი ბოსტნეულს, დავდიოდი ტყეში, ვაგროვებდი შეშას, მაგრამ ჩემი არასდროს არავის ესმოდა... იყო არაერთი მცდელობა ჩემი მხრიდან, რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებისთვის მოსაწონი და მისაღები, რომლებიც იყვნენ ჩემს გარშემო, მაგრამ მათი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე....
ძალიან პატარა ასაკში რამდენიმეჯერ ვიყავი გატაცების მსხვერპლი, მოტაცებას ვერ დავარქმევ ამას, ჩემზე უფროსი მამაკაცებისგან... ერთ-ერთი გატაცების დროს უკვე გამიჩნდა პროტესტი და სურვილი, რომ წამოვსულიყავი იმ გარემოდან — გარემოდან, რომელიც მწამლავდა, გარემოდან, რომელიც არ მაღიარებდა...
მამიდაჩემმა და ჩემმა ავის მსურველებმა შემრაცხეს, რომ მე ვიქცეოდი 14 წლის ასაკში ბავშვისთვის არაშესაფერისად... მამიდაჩემი მანიპულირებდა, შემდგომ უკვე მამაჩემის მეუღლის ოჯახი, რომელიც შეირთო, ვერ მიტანდნენ, ვერ აპატიეს მამაჩემს დედიკოს სიყვარული, ვერ აპატიეს ჩემი სიყვარული...
ასე დავრჩი 14 წლისა გამტაცებელთან, რადგან მერჩივნა ყოფნა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მოძალადესთან, ვიდრე იმ ოჯახში, სადაც მუდმივად იყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა...
ვინც მომიტაცა, ის იყო ჩემზე ბევრად დიდი, დაახლოებით 25-26 წლის იქნებოდა მაშინ. მაღალჩინოსანის პირადი დაცვა იყო, საკმაოდ ძლიერი პიროვნება, რომელიც მარადიულად ძალადობდა ფიზიკურად ჩემზე. ძალადობდა იმიტომ, რომ მასთან არ ვამყარებდი არანაირ კონტაქტს, მე ვიყავი 14 წლის ბავშვი... დედამისიც სახლში იყო მაგ დროს.... ძალიან მძიმედ ვიყავი დაშავებული რამოდენიმეჯერ. ერთხელ მახსოვს, რომ ერთი ხელით ამწია და კედელზე შემომახეთქა, რამდენიმე წუთი არ ვიყავი გონს. შემდგომ გაიქცა სახლიდან, რადგან ეგონა, რომ ჩემი დეიდაშვილები გაიგებდნენ ამას და არ აპატიებდნენ... მე ისევ დავმალე ეს ყოველივე, ისევ დავფარე და ისევ დავტოვე ჩემში.
ხშირად მეორდებოდა ეს ყველაფერი. მისი ოჯახის წევრები უყურებდნენ ამას მშვიდად და ჰარმონიულად.
ალბათ უყურებენ ამ გადაცემას და თუ ის ქალბატონი არის ცოცხალი, დედამისი, რომელიც მისი შვილის საქციელს ამართლებდა, ახლა მაინც ჩაიხედავს თავის გულში დაიმედი მაქვს, რომ სინანულის გრძნობა ექნება...
როგორ არის ცნობილი ფოტომოდელი სასტიკი ცემიდან 6 თვის შემდეგ - თავის ქალას ნაცვლად ტიტანის ფირფიტა, თმა კი ნაწიბურებს მალავს
კაცს, რომელიც ცოლს მრავალი წელი აწამებდა და პროსტიტუციას აიძულებდა, 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ცოლის ჩვენებამ საზოგადოება შეძრა