პარი სენ-ჟერმენი, ზედიზედ მეორედ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ფინალურ მატჩს ბუდაპეშტში, "პარი სენ-ჟერმენსა" და ლონდონის "არსენალს" შორის, ფეხბურთელის მთავარი გულშემატკივრები - მისი მეუღლე ნიცა თავაძე და შვილი დამიანეც ესწრებოდნენ. ნიცამ პუდაპეშტიდან პირველი ემოციური კადრები გამოაქვეყნა - ოჯახმა კვლავ ერთად იზეიმა ქართველი ფეხბურთელის მორიგი დიდი გამარჯვება.

