წელის ზომა, რომლის ზემოთაც მუცლის ცხიმი სახიფათო ხდება - „ნუ აიწონებით, გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა“ - მშობლები

წელის ზომა, რომლის ზემოთაც მუცლის ცხიმი სახიფათო ხდება - „ნუ აიწონებით, გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა“

2026-06-01 00:42:25+04:00
ენდოკრინოლოგი ეკა ჯანჯარია განმარტავს, რატომ არის „ღიპი“ ყველაზე საშიში დიაგნოზი

ალბათ, ხშირად გსმენიათ ან თავად გამოგიცდიათ ეს უცნაური კანონზომიერება: იწყებ დიეტას, იკლებ სახეზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ მუცლის არეში ყველასთვის საძულველი „ღიპი“ მაინც უცვლელი რჩება.

ცნობილი ენდოკრინოლოგი და კვების მრჩეველიეკაჯანჯარიაინტერვიუში გვიყვება, თუ როგორ „ბლოკავს“ სტრესის ჰორმონი მუცლის ცხიმის წვას, რატომ არის წელის გარშემოწერილობა სასწორზე ასახულ ციფრებზე ბევრად მნიშვნელოვანი და რა კონკრეტული ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ორგანიზმში პრედიაბეტის პროცესი უკვე დაწყებულია

- ქალბატონო ეკა, ყველამ იცის, რომ ქართველებს ცომეული, პური და ხაჭაპური განსაკუთრებულად გვიყვარს. რატომ ხდება, რომ ეს ზედმეტი ნახშირწყლები მაინცდამაინც მუცელზე გროვდება და არა, თანაბრად მთელ სხეულში?

- რაფინირებული ნახშირწყლები ზრდის ინსულინის დონეს, რაც ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის არეში. თუმცა ცხიმის განაწილებას გენეტიკა, ჰორმონები, ასაკი და ფიზიკური აქტივობაც განსაზღვრავს.

ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხედავ პაციენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ტკბილს თითქმის არ ღებულობენ, მაგრამ დღეში რამდენიმე ნაჭერ პურს და ხაჭაპურს ვერ თმობენ. სწორედ ასეთ შემთხვევებში ხშირად ვაწყდებით მუცლის არეში ცხიმის ჭარბ დაგროვებასა და ინსულინრეზისტენტობის საწყის ნიშნებს.

- კონკრეტულად რომელი პოპულარული პროდუქტებია მუცლის ცხიმის ყველაზე დიდი „მეგობრები“? ბევრს ჰგონია, რომ მარტო ლუდი და ხინკალი ზრდის მუცელს.

- არა მხოლოდ ლუდი და ხინკალი. ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია თეთრ პურთან, ხაჭაპურთან, ტკბილ სასმელებთან, შეფუთულ წვენებთან, ფუნთუშეულთან და სწრაფ კვებასთან. ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენ “ფარულ” შაქარს იღებენ დღის განმავლობაში. სწორედ ასეთი კვება ქმნის საფუძველს მუცლის ცხიმისა და მეტაბოლური დარღვევების განვითარებისთვის.

- როგორ მივყავართ ცომეულს პრედიაბეტამდე და რა ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ პროცესი უკვე დაწყებულია?

- მექანიზმი საკმაოდ ლოგიკურია. როდესაც ადამიანი რეგულარულად იკვებება თეთრი ფქვილის ნაწარმით, ტკბილეულითა და სწრაფი კვების პროდუქტებით, მისი სისხლი მუდმივად გადატვირთულია გლუკოზით. პანკრეასი მუშაობს ფორსმაჟორულ რეჟიმში და გამოიმუშავებს ჭარბ ინსულინს. დროთა განმავლობაში, უჯრედები “იღლებიან” ამ მუდმივი ჰორმონალური შეტევისგან, კარგავენ მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და უარს ამბობენ გლუკოზის მიღებაზე. ამას ეწოდება ინსულინრეზისტენტობა. რადგან გლუკოზა უჯრედში ვერ შედის, ის სისხლში რჩება. სწორედ ამ მდგომარეობას, როდესაც უზმოზე გლუკოზა ან გლიკირებული ჰემოგლობინი ნორმაზე მაღალია, მაგრამ დიაბეტის ნიშნულამდე ჯერ არ მიუღწევია, ჰქვია პრედიაბეტი.საყურადღებო ნიშნებია წონაში მატება, განსაკუთრებით მუცლის არეში, ტკბილის მოთხოვნილება, დაღლილობა და ძილიანობა კვების შემდეგ.

- ხალხში ხშირად ხუმრობენ „ღიპზე“, მაგრამ ექიმებისთვის ეს განგაშის სიგნალია. რატომ არის მუცელში ჩაბუდებული ცხიმი ბევრად უფრო საშიში, ვიდრე, მაგალითად, ფეხებზე ან თეძოებზე?

- მედიცინაში ჩვენ მკაფიოდ ვმიჯნავთ ორ ცნებას: კანქვეშა ცხიმს და ვისცერალურ ცხიმს. თეძოებს არეში და კიდურებზე ძირითადად კანქვეშა ცხიმი გროვდება, ე.წ. “მსხლისებრი”ტიპის სიმსუქნე. ის, რა თქმა უნდა, ესთეტიკურად შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ მეტაბოლურად შედარებით პასიურია და არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს სიცოცხლისთვის.

მუცლის ცხიმი, ე.წ. “ვაშლისებრი” ტიპის სიმსუქნე კი სულ სხვა ფენომენია. ეს არ არის უბრალოდ “ენერგიის საწყობი”, არამედ ეს არის აქტიური ენდოკრინული ორგანო. მუცლის ვისცერული ცხიმი გამოიმუშავებს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს და ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში ქრონიკულ, დაბალი ინტენსივობის ანთებით პროცესს იწვევენ.

- მართალია, რომ ეს ცხიმი შინაგან ორგანოებს - ღვიძლს და გულს „ახრჩობს“? რა არის ის კრიტიკული ზღვარი სანტიმეტრებში (ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც), რომლის ზემოთაც მუცლის გარშემოწერილობა უკვე სახიფათოა? განაგრძეთ კითხვა

მე მქონდა მეტაბოლური სიმსუქნე, მცირე საკვებიც მასუქებდა... გადამუშავების პროცესი არ მიდიოდა ორგანიზმში... - ბარბარა სამხარაძე
ინფარქტი, სიმსივნე, თრომბოზი - ზაზა თელია სიმსუქნით გამოწვეულ რისკებზე საუბრობს