კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია, თუმცა მისი უსაფრთხოდ შენახვა და გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კვერცხის გარეცხვა აცილებელია, თუმცა ეს მხოლოდ სისუფთავისთვის არის საჭირო. ამ პროცესს თავისი წესები აქვს. არასწორად გარეცხილმა ან შენახულმა კვერცხმა შესაძლოა ბაქტერიების გამრავლების რისკი გაზარდოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის, როგორ და სად უნდა შევინახოთ ის.
ამის შესახებ სურსათის უვლებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს:
"კვერცხის საფუძვლიანი და სწორი გარეცხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა იმისთვის, რომ თავი დავიცვათ სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან.
როდესაც კვერცხი ირეცხება, გარდა იმისა, რომ მას გარედან სცილდება სხვადასხვა დაბინძურება და შესაძლებელია მოსცილდეს ასევე პათოგენური მიკროორგანიზმები, ამასთან ერთად, კარი იღება, ასე ვთქვათ ბაქტერიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ნაჭუჭის შიგნით შეღწევა.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კვერცხი გავრეცხოთ გამოყენებამდე, და თუ მაინცდამაინც გვსურს გარეცხილი კვერცხის შენახვა მაცივარში, არ შევინახოთ ერთ დღეზე მეტხანს, რადგან არ დაბინძურდეს ჩვენი გარეცხილი კვერცხი ხელმეორედ.
ხოლო გარეცხილი კვერცხი და ზოგადად ნებისმიერი კვერცხი არ შევინახოთ მაცივრის კარების თაროზე, შევინახოთ ყველაზე ღრმა ადგილას, სადაც ყველაზე კარგი ტემპერატურაა მალფუჭებადი პროდუქტებისთვის." - ამბობს ირაკლი არაბული.
გაურეცხავი კვერცხი მაცივარში უნდა შეინახოთ:
თუ კვერცხი გაურეცხავია და მუდმივად მაცივარში ინახება, ჩვეულებრივ 3–5 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს კარგ ხარისხს.