61 წლის კიანუ რივზი და მისი შეყვარებული, 53 წლის ალექსანდრა გრანტი, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში გამართულ 2026 წლის MOCA გალას დაესწრნენ. წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული პოზირებდა.


ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი კიანუ რივზი და მხატვარი ალექსანდრა გრანტი შვიდი წელია ერთად არიან. ისინი 2011 წელს შეხვდნენ და რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ მეგობრები იყვნენ. გასულ წელს წყვილის დაქორწინებაზე ჭორები გავრცელდა, მაგრამ გრანტმა საჯაროდ უარყო ეს ჭორები.
წყვილი საჯაროდ იშვიათად ჩნდება და პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერს ჰყვება. თავად რივზს სოციალურ ქსელებში საერთოდ არ აქვს პროფილები. მიუხედავად ამისა, როდესაც ისინი ერთად ჩნდებიან წითელ ხალიჩაზე, მათი ჰარმონიულობა გულგრილს არავის სტოვებს.


ალექსანდრა გრანტი ოჰაიოს შტატში, ინტელექტუალურ ოჯახში დაიბადა. მისი დედა — პოლიტოლოგიის პროფესორი და დიპლომატი, მამა — შოტლანდიელი გეოლოგიის პროფესორი გახლდათ. მშობლების განქორწინების შემდეგ ალექსანდრა დედასთან ერთად მეხიკოში ცხოვრობდა და იქ დაიწყო სკოლაში სიარული.
11 წლის ასაკში სწავლა აშშ-ში, სენტ-ლუისში გააგრძელა, ხოლო დიპლომი მიიღო პარიზში. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე.2000 წელს კი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო კალიფორნიის ხელოვნების კოლეჯში.
გრანტის დებიუტი 2007 წელს ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა . მისი გამოფენები ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ მხატვრული ნამუშევრები ტექსტებთან ან სხვა ავტორთა ლიტერატურულ ნაშრომებთანაა შერწყმული. ეს მიმართულება მისი ხელწერა გახდა.
ინტერნეტში გრანტი ხშირად ხდება კრიტიკის და ბულინგის ობიექტი, განსაკუთრებით — მისი ბუნებრივი ჭაღარა თმის გამო. თავად ალექსანდრამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნაადრევად გაჭაღარავდა, თუმცა თმის საღებავზე უარი თქვა, რადგან მისი ქიმიური შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.
კიანუ რივზისა და ალექსანდრა გრანტის სიყვარულის ისტორია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე თბილ და გულწრფელი სიყვარულის ისტორიად იქცა. მრავალი ტრაგედიის შემდეგ, მსახიობმა შეძლო ბედნიერების პოვნა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.