ბოლნისში, დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მშობლები

ბოლნისში, დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2026-06-01 12:10:54+04:00

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მათივე ცნობით, მკვლელობა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციითვე, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იხილეთ მეტი