1-ელ ივნისს LIB.GE სივრცის საბავშვო ფესტივალი „კითხვა-კითხვით“ გაიმართა - მშობლები

1-ელ ივნისს LIB.GE სივრცის საბავშვო ფესტივალი „კითხვა-კითხვით“ გაიმართა

2026-06-02 14:40:59+04:00

LIB.GE-ს სივრცის 1-ელი ივნისის საბავშვო ფესტივალმა „კითხვა-კითხვით“ დიდი ანშლაგით ჩაიარა. „სითი მოლის“ საბურთალოს ფილიალში მდებარე „კავეას“ სივრცეს თბილისისა და მახლობელი სოფლების სკოლებიდან ასობით ბავშვი სტუმრობდა.

583210340-2279071262839929-7160031419728442215-n-1780396669.jpg

ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, პარტნიორები - Cavea Cinemas, გამომცემლობა „პალიტრა L“ და მულტიფუნქციური საბავშვო სივრცე „თამაშობანა“.

708528028-1386876883488921-7668357058734340353-n-1780396682.jpg

ფესტივალის მთავარი ნიშანი, გასართობი პროგრამების პარალელურად, მხატვრული ლიტერატურისა და განათლების მნიშვნელობაზე საუბარი იყო.

598758423-1959362924700103-7885956231053500217-n-1780396701.jpg

„ბავშვებს მრავალფეროვანი პროგრამით ვუმასპინძლეთ, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და განათლების აუცილებლობის გააზრებაზე იყო დაფუძნებული. ღონისძიებას ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ის არამხოლოდ 1-ელ ივნისს, არამედ წელიწადის სხვადასხვა დროს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება“, - აცხადებს LIB.GE სივრცის გენერალური დირექტორი მარიამ სოსელია.

711827600-1026851546670552-1493850096531842698-n-1780396735.jpg

პროგრამაში მონაწილეობდნენ: LIB.GE სივრცის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე, ირმა მალაციძე, „თამაშობანა“ თემო გერაძის მოდერაციით და ნათია ფანჯიკიძე.

590044699-1430278612481565-2641569018918096615-n-1780396753.jpg

გარე სივრცეში მოეწყო „პალიტრა L“-ისა და „ბიბლუსის„ წიგნების გამოფენა-გაყიდვა, „ავერსის“ გათამაშება, კალიგრაფიის მასტერკლასი, ხატვის მასტერკლასი „პალიტრა სტუდიისგან“ და „თამაშობანას“ გათამაშება; დამსწრეებს სპონსორებისგან საჩუქრები გადაეცათ.

711045128-966796762847678-7386440025441261986-n-1780396766.jpg

590451420-35875084445468242-3617761730430010911-n-1780396776.jpg

პირველი ფესტივალი სიმბოლურად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს მიეძღვნა.

709285474-1363191459213897-5187678328775553978-n-1780396785.jpg

ფესტივალის სპონსორები არიან: „ნამი 8“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ზუმერი“, „ბამბინო“.

მხარდამჭერები: „ბებე+“, „ბიბლუსი“, „ძველი სუფრა“, „პალიტრა სტუდია“, „კამარა“, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია, „მინისო“, „ჯეოესემ“.

მედია მხარდაჭერა: BMG, Marketer.ge, TV Pirveli.

R