ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი იუბილარია - გიო 3 წლის გახდა (ვიდეო) - მშობლები

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი იუბილარია - გიო 3 წლის გახდა (ვიდეო)

2026-06-02 17:54:54+04:00

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი, გიო იუბილარია - 3 წლის გახდა. გიოს დაბადების დღის სიურპრიზი და საჩუქრები დილითვე დაახვედრეს, მერე კი მამასთან ერთად ატრაქციონებზე გაეშურა. სოციალურ ქსელშიც იღებენ მილოცვებს მშობლები.

happy-birthday-son-1780408913.jpg

happy-birthday-son-1780408914.jpghappy-birthday-son2-1780408914.jpggio-1780408969.png

როგორც ცნობილია, წყვილი მალე მესამე შვილს ელოდება. როგორც გაირკვა სქესის გაგების ცერემონიიდან, მათ გოგონა ეყოლებათ.

გიოს გარდა წყვილს ჰყავს პატარა ნინა, რომელიც წელს იანვარში ერთი წლის გახდა. თუმცა ნინას ფოტოები მშობლებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ. პატარა გიოც შედარებით გვიან წარუდგინეს საზოგადოებას და მაშინვე მიიღო ბევრი აღფრთოვანებული კომენტარი.

543664408-18527251336044875-1437494272590489562-n-1757527855-1765553668..jpg

503310732-18508714852044875-7312846116722663460-n-1748929088..jpg

წყვილს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ორივე აღნიშნავს, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ. ცოტა ხნის წინ "პრაიმ შოუში" ირაკლიმ ამის შესახებ აღნიშნა:

"ჩემსა და ლიზას შორის 17 წელია სხვაობა. მე მიმაჩნია, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია. ამ შემთხვევაში ურთიერთობის წარმატება არ არის დამოკიდებული ციფრებზე. გაცილებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად, რომ ეს ურთიერთობა იყოს აგებული სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ვიდრე ის, რომ ჩემს პასპორტში პირობითად ერთი ციფრი წერია და მასთან - სხვა. მე მიმაჩნია, რომ ახლა, ამ ასაკში ემოციურად მომწიფებული ვარ და ნებისმიერ სიტუაციას, რაზეც ლიზას ასაკში შეიძლებოდა სულ სხვა რეაქცია მქონოდა, აფექტური ვყოფილიყავი... მეტი რისკი იქნებოდა, რომ ჩვენ, ერთი ასაკის ადამიანები გაცილებით ხშირად ვნახავდით საკამათო თემებს და მეტი კონფლიქტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა. შეიძლება ეს იმაში ვლინდება, რომ უფრო მეტად დამთმობი ვარ. და არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდია. ცოტა უფრო გლობალურად ვუყურებ ამ ურთიერთობას და ვხვდები, რა არის ჩემთვის მთავარი ფასეულობა, ის რაღაც პატარ-პატარა ემოციური, უმნიშვნელო აფეთქებები აღარ მაქვს... აქედან მინდა ლიზას კიდევ ერთხელ ჩემი სიყვარული დავუდასტურო. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეუღლე და ვარ უბედნიერესი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ 17-წლიან სხვაობას".

liza-1742715542.png

სანდრო ჩიჩუა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - ვინ არის ცნობილი ექიმების ერთადერთი ვაჟის რჩეული?
ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან - წყვილს მეორე გოგონა ეყოლება (ვიდეო)