"14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა... ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა... წუხელვე დააკავეს გოგონა" - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მე-10 კლასელი დაიღუპა - მშობლები

"14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა... ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა... წუხელვე დააკავეს გოგონა" - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მე-10 კლასელი დაიღუპა

2026-06-04 09:27:50+04:00

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია არასრულწლოვანი, მე-10 კლასის მოსწავლე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დღეს საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

“ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში, 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე... გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი. სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში ყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა,” - გვიყვება ადგილობრივი.

“საშინელი ამბავია მომხდარი. ძალიან კარგი ბიჭი დაიღუპა. თავზარდაცემულები ვართ. გიო ჩვენი უბნელია, ძალიან მტკივა გული. ანგელოზი ბავშვი აღარ არის, კარგ ოჯახში გაზრდილი შვილია, როგორ უნდა ვუთხრა სამძიმარი მის ოჯახს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიმძიმს. მთელი დღეა ვტირი, ავარიის დროს მანქანის ქვეშ მოყვა საუბედუროდ და გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ბიჭი. მთელი უბანი თავზარდაცემულია”,- ამბობს ადგილობრივი.
განაგრძეთ კითხვა
იბრძოლა, რომ ემიგრაციიდან ჩამოსულ დედას, ცოცხალი დახვედროდა... ნახა დედა და 3 წუთში დაიღუპა - თბილისში ავარიას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა