შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს [დიუშენით დაავადებული] ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფისსაკითხზე - შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემდიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.
„დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს სათანადო ინფორმაცია ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის,მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების წამლითუზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება.
მისი განცხადებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებიც და საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა.
„გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებიც და პაციენტების საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები. ბუნებრივია, საზოგადოებასაც მიმდინარეობის შესახებ ყველაფერთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ექნება“, - განაცხადა სარჯველაძემ. მან მადლობა გადაუხადა მშობლებს და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესჩართულობისთვის.