ახალი პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად 7 ივნისს მონათლავს - მშობლები

ახალი პატრიარქი, შიო III, საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, ბავშვებს პირველად 7 ივნისს მონათლავს

2026-06-05 12:01:19+04:00

7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი

შეიძლება თუ არა, ბავშვის ნათლია ბავშვი იყოს და როგორ ვატაროთ 2 ან სამი ნათლიისგან ნაჩუქარი ჯვრები - პასუხები ნათლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე
შეიძლება თუ არა დაკარგული ნათლიის შეცვლა ან დედის დასწრება შვილის ნათლობაზე - პასუხობს მოძღვარი