ცხელ სეზონთან ერთად აქტიურდებიან კოღოები, მწერები და წვრილი ქინქლები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ დისკომფორტს უქმნიან ბავშვებს. სწორედ ამიტომ, მშობლები ხშირად ეძებენ უსაფრთხო და ეფექტურ გზებს, რომ პატარები მწერებისგან დაიცვან როგორც სახლში, ისე სეირნობისას. გარდა ამისა, ქვეყანაში დაფიქსირდა დენგეს ვირუსი, რომელის სწორედ კოღოს გადააქვს. ამიტომ წელს მშობლებს მეტი შფოთვა აქვთ კოღოს ნაკბენთან დაკავშირებით და ამ მწერისგან თავის არიდებასაც მეტი ყურადღებით ეკიდებიან.
სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ, ყურადღებით წავიკითხოთ ნებისმიერი საშუალების შეფუთვა. დღეს ბაზარზე ბევრი სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი არსებობს, რომელთა შემადგენლობა შედარებით ნაკლებად აგრესიულია და ბავშვის ორგანიზმისთვის უფრო უსაფრთხოდ ითვლება.
როგორც წესი, ბავშვებისთვის განკუთვნილ საშუალებებში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია მკაცრად კონტროლდება და მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ზრდასრულების პროდუქტებში. შედეგად, ისინი შესაძლოა შედარებით ნაკლებად ეფექტური იყოს, თუმცა გაცილებით უსაფრთხოა.
ფუმიგატორი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა კოღოების გასანადგურებლად. ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც მწერებისთვის მომაკვდინებელია, თუმცა ადამიანისთვის უსაფრთხოდ ითვლება.
ყველაზე პოპულარული ვარიანტია ფირფიტები, რომლებიც სპეციალურ მოწყობილობაში თავსდება და შემდეგ ელექტროქსელში ერთდება. ეს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად ითვლება ბავშვთა ოთახისთვის.

არსებობს აგრეთვე ჩხირები და სპირალები, რომლებიც უნდა აანთოთ. წვისას ისინი გამოყოფენ ორთქლს, რომელიც კოღოებსა და ქინქლებს აშორებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა, მათი ღამით უყურადღებოდ დატოვება რეკომენდებული არ არის ხანძრის რისკის გამო.
ბავშვთა ოთახისთვის კიდევ ერთი ვარიანტია აკვაფუმიგატორი, რომელიც მოქმედებით დამატენიანებელს ან ინჰალატორს ჰგავს. ის გამოყოფს ორთქლს, რომელიც მწერებისთვის საზიანოა. მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ მხოლოდ ის მოდელები, რომლებზეც მითითებულია, რომ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
მნიშვნელოვანია: ფუმიგატორის შეფუთვაზე ყოველთვის მითითებულია, რა ფართობის ოთახისთვისაა გათვლილი. მცირე სივრცეში ზედმეტად ძლიერი საშუალების გამოყენებამ შეიძლება ორთქლის კონცენტრაცია გაზარდოს და ადამიანის თვითშეგრძნებაზე უარყოფითად იმოქმედოს.
არსებობს სპეციალური ანტიკოღოს ნათურები და მწერების დამჭერი მოწყობილობები. ისინი სინათლით იზიდავენ კოღოებს, რომლებიც მოწყობილობასთან მიახლოებისას დაბალი ძაბვის ელექტრულ დარტყმას იღებენ.
ასეთი ნათურები გამოდის როგორც თბილი, ისე ცივი განათებით, ამიტომ შესაძლებელია ოთახისთვის შესაბამისი ვარიანტის შერჩევა. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ნათურის ჩართვა დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, დახურული ფანჯრების პირობებში, რათა ოთახში არსებული ყველა მწერი განადგურდეს.

ბავშვის საწოლზე შესაძლებელია სპეციალური ბადის გადაფარება, რომელიც ყველა მხრიდან ფარავს საწოლს. ასეთი ბადე ჰაერის ცირკულაციას ხელს არ უშლის და ბავშვს იცავს როგორც მწერებისგან, ისე მტვრისგან.
ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად, ბადე პერიოდულად უნდა გაირეცხოს, რადგან დროთა განმავლობაში მასზე მტვერი და ჭუჭყი გროვდება.
ფანჯრებისთვის განკუთვნილი ჩარჩოიანი კოღოს ბადეები მარტივად მონტაჟდება და ასევე ადვილად იხსნება.
თუ ჩვილი ეტლით სეირნობს, საუკეთესო დაცვა სწორედ ეტლზე გადაფარებული კოღოს ბადეა. ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ჩვილის დასაცავად.
კოღოს ბადეები კარებზეც გამოიყენება. განსაკუთრებით მოსახერხებელია ორნაწილიანი მოდელები, რომელთა ნაწილებიც მაგნიტებით ერთდება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მწერების სახლში შეღწევის შანსს.
მნიშვნელოვანია: კოღოს ბადე ბავშვს ფანჯრიდან გადმოვარდნისგან ვერ დაიცავს. მისი დანიშნულება მხოლოდ მწერების შეჩერებაა. ბადის დაზიანებისთვის კატის წონაც კი საკმარისია.
კოღოების დაფრთხობა ბუნებრივი არომატებითაც შესაძლებელია. მწერები განსაკუთრებით ვერ იტანენ ეთერზეთების მკვეთრ სუნს.
დიფუზორი პატარა ჭურჭელია, რომელშიც მოთავსებულია ხის ჩხირები. ეთერზეთი მათში შეიწოვება და არომატი თანდათან მთელ ოთახში ვრცელდება.
კოღოებისა და ქინქლების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურად მიიჩნევა:
გარდა იმისა, რომ ისინი მწერებს აფრთხობენ, სასიამოვნო სურნელს ქმნიან და გარკვეულ ანტიმიკრობულ თვისებებსაც ფლობენ.

რეპელენტები მწერებს არ ანადგურებენ, არამედ აფრთხობენ. მათი გამოყენების შემდეგ კოღოები ადამიანს მსხვერპლად აღარ აღიქვამენ.
ბავშვებისთვის განკუთვნილ რეპელენტებზე, როგორც წესი, მითითებულია ასაკობრივი რეკომენდაციები. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დაბალია აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია.
მწარმოებლები უშვებენ:
პატარა ბავშვებისთვის სპრეების გამოყენება ნაკლებად რეკომენდებულია. სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის უმჯობესია ისეთი სპრეების არჩევა, რომლებიც ტანსაცმელზე ისხმება და არა პირდაპირ კანზე.
ტანსაცმლის დამუშავება სასურველია ბავშვისგან მოშორებით მოხდეს.
პლასტირები ჩვილებისთვისაც გამოსადეგია — ისინი შეიძლება ეტლზე მიამაგროთ.
ანტიკოღოს სამაჯურები დამზადებულია ელასტიკური მასალისგან და გაჟღენთილია მცენარეული ექსტრაქტებით, რომელთა სუნიც კოღოებს აფრთხობს. მათი გამოყენება ჩვილებშიც შეიძლება, თუმცა აუცილებელია, ბავშვმა სამაჯური საწოვარაში არ აურიოს და პირში არ ჩაიდოს.

მნიშვნელოვანია: თუ ბავშვს ალერგია აქვს, ეთერზეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თანამედროვე და მოსახერხებელი გადაწყვეტაა ულტრაბგერითი დამაფრთხობლები. ისინი გამოსცემენ ისეთ სიხშირეს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს, თუმცა კოღოები, განსაკუთრებით მდედრი კოღოები, კარგად გრძნობენ.
მათთვის ეს ხმა შემაწუხებელია, ამიტომ მოწყობილობის მოქმედების არეალს ერიდებიან.
ასეთი მოწყობილობები შეიძლება გამოიყენოთ როგორც სახლში, ისე ღია სივრცეში.
თუ მწერის ნაკბენი უკვე მიიღო, გამოიყენეთ ნაკბენის შემდგომი მოვლის საშუალებები, რომლებიც უმეტესად ბალზამის ფორმით იყიდება.
ისინი ამცირებენ:
საუკეთესო შედეგისთვის ბალზამი ნაკბენზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა წაისვათ.
აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ ნაკბენის ადგილის ქავილი არ უნდა მოიქავოს. ქავილი ამის გამო არ შემცირდება, პირიქით, გაძლიერდება. გარდა ამისა, დაზიანებულ კანზე სამკურნალო საშუალებები ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს და შედეგის მიღწევას მეტი დრო სჭირდება.
ბავშვის დასაცავად საუკეთესო სტრატეგია რამდენიმე მეთოდის კომბინაციაა — კოღოს ბადეები, უსაფრთხო რეპელენტები და სწორად შერჩეული ფუმიგატორები. ასე ზაფხულის დღეები ბევრად უფრო მშვიდი და კომფორტული გახდება როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.