5 ივნისს, ევროპის მოედანზე ბათუმის წიგნის დღეების გახსნა, ფასდაკლებები და სახალისო აქტივობები გელოდებათ - მშობლები

5 ივნისს, ევროპის მოედანზე ბათუმის წიგნის დღეების გახსნა, ფასდაკლებები და სახალისო აქტივობები გელოდებათ

2026-06-05 15:12:17+04:00

ბათუმის წიგნის დღეები დაიწყო - 5, 6 და 7 ივნისს ესტუმრეთ დიდ ლიტერატურულ ღონისძიებათა სერიას, სადაც ყველა ასაკის მკითხველი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო შეთავაზებებსა და აქტივობებს. ღონისძიებათა სერია გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ორგანიზებით ტარდება.

5 ივნისს, 14:00 საათზე წიგნის დღეები ევროპის მოედანზე გაიხსნება და ადგილზე მისულ სტუმრებს წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად დიდი ფასდაკლებები, საინტერესო აქტივობები, სიურპრიზები და საჩუქრები დახვდებათ. ახალ საკითხავს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველი შეარჩევს. ამასთანავე, შეძლებ ისარგებლო 40%-მდე ფასდაკლებით ნებისმიერ შენაძენზე და დამატებით 30%-იანი ქეშბექით საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას.

წიგნის დღეების ფარგლებში ერთად ბათუმს ესტუმრა ავტორი გიორგი კეკელიძე. ასევე, პატარა მკითხველები 6 ივნისს, 17:00 საათზე შეხვდებიან ძმებ შოშიებს, დაჩისა და დანიელს. ბათუმის წიგნის დღეებზე მისულ სტუმრებს წინ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ!

714443282-1014398061166952-8847243094007081522-n-1780658009.jpg

მოემზადეთ ახალი ლიტერატურული თავგადასავლისთვის და ესტუმრეთ ევროპის მოედანს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

წიგნის დღეების პარტნიორია: Posh Nosh

მისამართი: ევროპის მოედანი, მემედ აბაშიძის გამზირი.

აღსანიშნავია, რომ 5 ივნისს თბილისის წიგნის დღეებს გამოფენა-გაყიდვითა უმასპინძლებს სასტუმრო „ლე მერიდიან ბათუმიც“.

5, 6 და 7 ივნისს ბათუმის წიგნის დღეების სრული განრიგი:

710287916-1673597183791625-2656393009182848580-n-1780658020.jpg

710287916-1673597183791625-2656393009182848580-n-1780658030.jpg

708252833-1693002261740329-4727015029857713606-n-1780658040.jpg

R