რუსთავში 15 წლის ბიჭმა 50 წლის მამაკაცი მოკლა. არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე დააკავა.
“ტელეკომპანია პირველი“ მომხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს. როგორც დაკავებული 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები მათთან საუბარში აცხადებენ, ვიდრე პოლიციას ჩაბარდებოდა, მოზარდმა მშობლებს მომხდარის შესახებ უამბო.
მოზარდის ახლობლების თქმით, მოკლული მამაკაცი დასაქმებული იყო მშენებლობაზე. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 დღის ჩამოსული იყო და გარდაბნის მიმდებარე სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მამაკაცმა არასრულწლოვანს შესთავაზა, გასამრჯელოს სანაცვლოდ მას მუშაობის პროცესში დახმარებოდა. ბიჭი დათანხმდა და სოფელ ქესალოში, სამუშაოდ წავიდნენ სხვა პირებთან ერთად.
მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მშენებარე ობიექტი დატოვეს, 50 წლის მამაკაცმა მოზარდს შესთავაზა, რომ რუსთავში, მის საცხოვრებელ სახლში წასულიყვნენ და ესადილათ. 15 წლის ბიჭის ახლობლების თქმით, მოკლულმა ის ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. განაგრძეთ კითხვა