29-წლიანი მეგობრობა ქორწინებით დაგვირგვინდა - აჩიკო ბერიძემ საყვარელ ქალზე ჯვარი დაიწერა - მშობლები

29-წლიანი მეგობრობა ქორწინებით დაგვირგვინდა - აჩიკო ბერიძემ საყვარელ ქალზე ჯვარი დაიწერა

2026-06-07 21:07:38+04:00

მომღერლისა და პარლამენტარის აჩიკო ბერიძის სიყვარულის ამბავს ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. მან საყვარელ ქალს, ტელეწამყვან ანა შამილაძეს, რომელთანაც 29-წლიანი მეგობრობა, მერე კი - უკვე სიყვარული აკავშირებდა, ხელი სთხოვა და სულ ცოტა ხნის წინ ჯვარიც დაიწერა. ჯვრისწერის ფოტოები, ფოტოგრაფ ლაურა ზოიძის მიერ გადაღებული, წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

achoberidze1-1780853066.jpg

achoberidze-1780853067.jpgachoberidze-6-1780853067.jpgachoberidze5-1780853066.jpgachoberidze3-1780853066.jpgchoberidze-2-1780853066.jpg

აჩიკო ბერიძისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მან პირველად 2016 წელს იქორწინა ნუცა ყანჩაველზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. წყვილი 2022 წელს დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მომღერლის თქმით, მათ ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ. ოჯახის დანგრევაზე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში აჩიკო ამბობდა:

„სამწუხაროდ, ჩემი ქორწინება რამდენიმე წელიწადში დამთავრდა, ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. ორი ვაჟკაცი მეზრდება, ნიკოლოზი და ლევანიკო. მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს აუცილებელია, ბავშვებმა ტრავმა რომ არ მიიღონ. ბაღიდანაც გამომყავს და ჩემთანაც არიან ხშირად. მხოლოდ გასტროლების დროს მენატრებიან, დანარჩენ დროს ყველაფერში ჩართული ვარ. ჩემთვის მთავარია, შვილები კარგ ადამიანებად, ჯანსაღ მოქალაქეებად აღვზარდო.

berize-1780853410.jpg

ოჯახის დანგრევა რთულია. შეიძლება მამაკაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს, წამალი ჩემთვის ისევ და ისევ სიმღერაა. მომავალ ოჯახზე საუბარი ნაადრევია. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება".

შემდეგ კი აჩიკოს ცხოვრებაში სიახლე გამოჩნდა - მისი და მისი ბავშვობის მეგობრის და როგორც აღმოჩნდა, ბავშვობის სიყვარულისაც, ჟურნალისტ ანა შამილაძის გზები გადაიკვეთა და სულ სხვა ეტაპზე გადავიდა ეს ურთიერთობა. როცა მათი სიყვარულის ამბავი გაიგო საზოგადოებამ, ანა წერდა:

"ეძებეთ ურთიერთობაში ბავშვობა! თუ ბავშვობა არ არის თუნდაც 60 წლის ასაკში, არ იქნება ყველაზე მთავარი, უზენაესი - სიმშვიდე! იმიტომ, რომ მხოლოდ ბავშვობაა დაცლილი წარსულ-მომავლის დარდებისგან, მხოლოდ ბავშვობაა აქ და ახლა… 29 წლის მეგობრობას + 3 წელი! მიყვარს 29 აპრილი!"

612999526-18410975539138371-4465710409999482769-n-1780854204.jpg

გილოცავთ დაბადების დღეს მე და კესანე! - ნოდიკო ტატიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს
ბავშვთა ნევროლოგი ირაკლი ტუღუში დაქორწინდა - ბედნიერი წყვილის ემოციური ცეკვების კადრები ქორწილიდან (ვიდეო)