"გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან... " - ლისის ტბაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები - მშობლები

"გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან... " - ლისის ტბაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები

2026-06-08 09:45:20+04:00

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

  • როგორც “კვირის პალიტრა“ წერს, გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე.

“ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. განაგრძეთ კითხვა