როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი - მშობლები

როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

2026-06-08 12:28:53+04:00

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს.

"მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.

რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.

"უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3900 თანამშრომელი იმუშავებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

საზაფხულო ბაღების სია:

გლდანის რაიონი:

N48 ბაგა-ბაღი - ჩიქვანიას 38

N102 ბაგა-ბაღი - გლდანი VIII მ/რ (N17 კორპუსის მიმდებარედ)

N123 ბაგა-ბაღი, გლდანი VII მ/რ (N20 კორპუსის მიმდებარედ)

N35 ბაგა-ბაღი - გლდანი 1 მ/რ, ა. ბოჭორიშვილის 20ა

N185 ბაგა-ბაღი -გლდანულა (N6 კორპ. მიმდებარედ)

N205 ბაგა-ბაღი - გლდანი V მ/რ (N26ბ კორპ. მიმდებარედ)

N107 ბაგა-ბაღი - გლდანი VI მ/რ; N10 კორპუსის მიმდებარედ

N153 ბაგა-ბაღი - მუხიანის 4 "ა" მ/რ (29 ა კორპუსის მიმდებარედ)

ნაძალადევის რაიონი:

N9 ბაგა-ბაღი გუდამაყრის 2

N46 ბაგა-ბაღი - ცოტნე დადიანის 34

N60 ბაგა-ბაღი - თემქა, XI მ/რ IIკვარტალი

N79 ბაგა-ბაღი - ეკლესიის ქუჩა N1

N80 ბაგა-ბაღი - თემქა III მ/რ

N143 ბაგა-ბაღი - ხორნაბუჯის 21

დიდუბის რაიონი:

N15 ბაგა-ბაღი - გაფრინდაულის 6

N19 ბაგა-ბაღი - დიღმის მასივი IV კვ. ახმეტელის 2

N23 ბაგა-ბაღი - დიღმის მასივი IV კვ

N92 ბაგა-ბაღი - სამტრედიის ქ. 38

N93 ბაგა-ბაღი - მიხეილ ჭიაურელის ქ. 18

ჩუღურეთის რაიონი:

N125 ბაგა-ბაღი - ო. ქინქლაძის N24

N69 ბაგა-ბაღი - ჩიტაიას ქუჩა N6

ვაკის რაიონი:

N1 ბაგა-ბაღი - ფალიაშვილის 38 "ა"

N27 ბაგა-ბაღი - შავიშვილის 5

N83 ბაგა-ბაღი - ვაჟა-ფშაველას 49

N133 ბაგა-ბაღი - მიშველაძის 2

N142 ბაგა-ბაღი - ნუცუბიძის III მ/რ IIკვ

საბურთალოს რაიონი:

N199 ბაგა-ბაღი - დიდი დიღომი 4 მ/რ (N12 და N7 კორპუსების მიმდებარედ)

N74 ბაგა-ბაღი - პეკინის 23

N112 ბაგა-ბაღი - ფანასკერტელ-ციციშვილის 14

N197 ბაგა-ბაღი - დიდი დიღომი I მ/რ გ. ბრწყინვალეს 5ა

N198 ბაგა-ბაღი - დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N15ა

N117 ბაგა-ბაღი - შარტავას 31

ისნის რაიონი:

N29 ბაგა-ბაღი - პატარძეულის ქ. 1

N66 ბაგა-ბაღი - გუთნის 1, ჩიხი 8

N121 ბაგა-ბაღი - ვაზისუბნის 1მ/რ

N124 ბაგა-ბაღი - ვაზისუბანი, აშოტ კურაპალატის ქ.

N202 ბაგა-ბაღი - მეტრომშენის დასახლება, ტვიშის 2

N215 ბაგა-ბაღი - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N7

სამგორის რაიონი:

N12 ბაგა-ბაღი - აეროპორტის დასახლება, ნაკვეთი 09/066

N45 ბაგა-ბაღი - ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. 8"ა"

N64 ბაგა-ბაღი - "აფრიკა", ჭიჭინაძის 1

N116 ბაგა-ბაღი - საქ.ნავთობის დასახლება

N128 ბაგა-ბაღი - მოსკოვის გამზირი V კვ., N11 კორპ. მიმდებარედ

N181 ბაგა-ბაღი - დვალის ქ. N5

N210 ბაგა-ბაღი - ვარკეთილი III მასივი I კვ საცხენისის ქუჩა

N130 ბაგა-ბაღი - ვარკეთილის დას., რუსთაველის ქუჩა N18

N160 ბაგა-ბაღი - ვარკეთილის ზ/პ; 2-ე მ/რ, საქართველოს ერთიანობისთვის მიბრძოლთა ქუჩა N37ა

კრწანისის რაიონი:

N51 ბაგა-ბაღი - გორგასლის ქუჩა N43

N71 ბაგა-ბაღი - ქვემო ფონიჭალა, სადგურის შესახვევი 3

N108 ბაგა-ბაღი - ორთაჭალის ქუჩა 97

მთაწმინდის რაიონი:

N3 ბაგა-ბაღი - გოგებაშვილის 39

N148 ბაგა-ბაღი - ტაბახმელა

N155 ბაგა-ბაღი - თაბუკაშვილის 23

N162 ბაგა-ბაღი - ოქროყანა, თბილისის ქ. 24

როდის დაიწყება საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია - დეტალები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან
კერძო ბაღის აღმზრდელი, რომელსაც მშობლები ბავშვზე ძალადობაში ადანაშულებენ, დაკავებულია