"ეს ბებია ხომ გახსოვთ? ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში" - ბექა კვაჭანტირაძე ახალ კადრებს აქვეყნებს - მშობლები

"ეს ბებია ხომ გახსოვთ? ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში" - ბექა კვაჭანტირაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

2026-06-08 19:00:59+04:00

ბებია, რომელიც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვის "ტიკ-ტოკის" ლაივში ცემის გამო დააკავეს, კვლავ აგრძელებს ლაივცართვების ბავშვით ხელში. მორიგ ვიდეოს, სადაც ბებია ატირებულ ბავშვს უყვირის, მოქალაქე ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს.

"ეს ბებია ხომ გახსოვთ? დაკავა ქუთაისის პოლიციამ, სასამართლომ კი მინიმლური სასჯელი მიუსაჯა!

დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში, დანარჩენს ვიდეოში თქვენც ხედავთ!

ძველი ვიდეო არ გეგონოთ, გუშინდელია!ბავშვის დედა თბილისშია, ბავშვი ქუთაისში "ბებიასთან".ქვედა ფანჯარაში ლაივშია დედაც ჩართული და რეაგირება არ აქვს!რა ხდება ამ ქვეყენაში? სადაა სამართალი?" - წერს ბექა კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქუთაისში ბებია დააკავეს, რომელმაც ორ წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ბავშვმა საჭმლით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

მოგვინებით ბავშვის დედამ ლაივში თანხის შეგროვება დაიწყო, რათა ქალბატონი გირაოთი გამოსულიყო. "ყველას უღრმესი მადლობა ხალხნო, სასწაული რაღაც ხდება. ხალხის სიყვარულს ვგულისხმობ. საოცრებაა, რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ნინო რომ გამოვა, ამ ყველაფერს ვაჩვენებ აუცილებლად და ძალიან იამაყებს". - წერდა დაკავებული ნინო გედენიძის ქალიშვილი.

დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი ტიკ-ტოკის ლაივში სცემა