2024 წელს ცნობილი პოლონელი მსახიობი ბარბარა სენკევიჩი, რომელიც მის ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული დედის ტიტულს ატარებდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობმა 2015 წელს, 60 წლის ასაკში ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა ტყუპი ქალ-ვაჟი. ხშირად ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა დედობა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა ოცნების ასრულება, როცა ექიმმა უთხრა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი რეალურზე საკმაოდ მცირე იყო და ამან გადააწყვეტინა.
ბოლოს დასუსტებული ჰქონდა ჯანმრთელობა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში თითქოს არაფერი. კლინიკაშიც იწვა სიყვითლის დიაგნოზით და 6 ივნისს სახლში გაწერილი გახდა ცუდად. 7 ივნისს თავის ბინაში გარდაიცვალა, 9 წლის შვილების თვალწინ.სიცოცხლეში ქალს არ გაუმხელია, ვინ იყო ბავშვების ბიოლოგიური მამა.

დიდხანს გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა მის შვილებს, რომლებსაც მხოლოდ ბარბარა ჰყავდათ მეურვედ.
მისი გარდაცვალების შემდეგ ბავშვები თავდაპირველად გადაიყვანეს გადაუდებელ სააღმზრდელო/სოციალურ დაწესებულებაში, რადგან უშუალო მეურვე არ ჰყავდათ. შემდეგ ისინი მინდობით ოჯახში მოათავსეს. პოლონური მედიის ცნობით, მათი შემდგომი მეურვეობის საკითხს საოჯახო სასამართლო განიხილავდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენკევიჩმა ანდერძში მიუთითა, რომ პოლიტიკოსი Wanda Nowicka დახმარებოდა ბავშვებისთვის შესაბამისი მზრუნველობის მოძიებაში. ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდებმა თანხების შეგროვებაც დაიწყეს, რადგან ისინი პრაქტიკულად მშობლებისა და ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე დარჩნენ.
ამჟამად (საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით) ცნობილია, რომ ანა და პიოტრი მინდობით ოჯახში არიან, თუმცა მათი შემდგომი პირადი ცხოვრების დეტალები არ გამჟღავნებულა.