

ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა, გუშინ იუბილარი იყო. დაბადების დღე ჯერ ღამით მიულოცა ქმარ-შვილმა, მეორე დღეს კი ქართველ მეგობრებთან ერთად ნიუ-ჯერსიში მოაწყო წვეულება მწვადებით.
ბენმა ნუკისთან ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში წარწერით:
"გილოცავ, ჩემო სიყვარულო! შენ ყველაფერი ხარ!"

ნუკის და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, ორი შვილი ჰყავთ. ოლივერის მერე შიო რიუვენი შეეძინათ. ნუკიმ ამერიკაში იმშობიარა და იქიდანვე აქვეყნებს ახალ-ახალ ვიდეოებს და ფოტოებს პატარებთან თუ მეუღლესთან ერთად, რომელიც ბოლომდე ჩართულია ოჯახურ ცხოვრებაში, შვილების აღზრდაში და ნუკის თქმით, სამზარეულოც ბოლო პერიოდია, ბენმა თავის თავზე აიღო. ნუკი ამბობს, რომ ერთი წელია ფაქტობრივად ბენი აკეთებს საჭმელებს. თანაც, უყვარს ქართული სამზარეულო და ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს (იხილეთ ვრცლად).
