ორგანული საკვები  -  ჩვენი პატარების ჯანმრთელობის გარანტი - მშობლები

ორგანული საკვები  -  ჩვენი პატარების ჯანმრთელობის გარანტი

2026-06-10 15:34:36+04:00

რა არის ყველა მშობლის უპირველესი საზრუნავი? რა თქმა უნდა, შვილის ჯანმრთელობა. ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვიწყებთ იმ წუთიდან, როცა მისი არსებობის შესახებ ვიგებთ. ასე ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში საკითხები, რომლებიც შესაძლოა მანამდე არც გვაწუხებდა - ეს ბოსტნეული სათბურისაა თუ ბოსტნის? ნეტავ შეწამლულია თუ შეუწამლავი? როგორ გავიგო, ნიტრატებიანია თუ არა საზამთრო? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან ჩვენი შვილებისთვის აუცილებლად ყველაფერი საუკეთესო გვინდა. საუკეთესო პროდუქტი კი ორგანული პროდუქტია.

უჯრედების მშენებლობა

თანამედროვე სამყაროში რთულია გააკონტროლო მარკეტში ნაყიდი პროდუქტების შემადგენლობა ან ხარისხი. დახლები სავსეა ტკბილეულით, ფერადი შეფუთვებითა და ნახევარფაბრიკატებით. ამ პირობებში ბავშვისთვის სწორი მენიუს შედგენა ნამდვილ გამოწვევად იქცა. არადა ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ არ არის საკმარისი, ბავშვი იყოს დანაყრებული. მან ხარისხიანი საკვები უნდა მიიღოს, რადგან სწორედ ეს საკვებია საშენი მასალა, რომელმაც მისი ჯანმრთელობის სიმყარე და ძლიერი იმუნიტეტი უნდა უზრუნველყოს.

როდესაც ბავშვი იზრდება, მისი უჯრედები, ძვლოვანი სისტემა, კუნთები და ტვინი განუწყვეტლივ ვითარდება. შესაბამისად, ის, რასაც ბავშვი საუზმეზე, სადილსა თუ სამხარზე მიირთმევს, პირდაპირ განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის ხარისხს მომავალში.

ხარისხი = იმუნიტეტი, ენერგია და ტვინის განვითარება

ავიღოთ ერთი და იგივე ჯიშის ორი ვაშლი ერთი ორგანული, მეორე კი სასუქით გაზრდილი. ერთი შეხედვით ეს ვაშლები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტიც - შეიძლება გემოთიც კი ჰგავდეს ერთმანეთს(თუმცა მხოლოდ ერთი ჩაკბეჩით. სხვაობას მალე იგრძნობთ), მაგრამ აი რაშია მთავარი განსხვავება: ვაშლში, რომელსაც ზრდის პროცესში ფერმერმა ქიმიური სასუქი ან შესაწამლი საშუალება „მიაშველა“, ერთი-ორად შემცირდა სარგებელი, რომელიც მას ორგანიზმისთვის უნდა მოეტანა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ხე-მცენარეები, რომლებზეც ქიმიურ სასუქს და შესაწამლ საშუალებას იყენებენ, გარემო პირობებთან შეგუებას და მავნებლებთან ბრძოლას სწორედ ამ ქიმიური საშუალებების დახმარებით ახერხებენ ამიტომ მათი ბიოლოგიური აქტივობა დაბალია. ასეთ ხილსა თუ ბოსტნეულში დრამატულად მცირდება ბოჭკოს, ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების რაოდენობა. ბიომეურნეობა იორლენდი 100%-თ ორგანულ პროდუქციას აწარმოებს. იორლენდის ჯანსაღი პროდუქტები არ შეიცავს პესტიციდებს, ქიმიურ სასუქებს და ნიტრატებს. სწორედ ამიტომ ხილი და ბოსტნეული, რომელიც იორლენდის უსასუქო მიწაზე მოდის, ნიადაგიდან მაქსიმუმს იღებს - ჩვენი პროდუქცია ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების ნამდვილი ნამდვილი კოქტეილია. ამ პროდუქტების სიჯანსაღე კი პირდაპირ კავშირშია ჩვენი შვილების მყარ ჯანმრთელობასთან.

ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენს სამზარეულოში იწყება. ბიომეურნეობა იორლენდის ორგანული პროდუქტები - ეს არის:

1) ძლიერი იმუნიტეტი: ნატურალური კომპონენტები ზრდის ბავშვის რეზისტენტობას სეზონური ვირუსების მიმართ.

2) სტაბილური ენერგია: რთული ნახშირწყლები და ჯანსაღი ცხიმები ბავშვს მთელი დღის განმავლობაში თანაბარ ენერგიას აძლევს, რაც აუცილებელია სკოლაში კონცენტრაციისა და ფიზიკური აქტივობისთვის.

3) სხარტი აზროვნება: ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი პროდუქტი, რომელიც მაქსიმალური რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, საუკეთესო საკვებია ტვინისთვის.

გვახსოვდეს, რომ ორგანული პროდუქტების არჩევით ჩვენს შვილებს არა მხოლოდ გემრიელ საკვებს ვთავაზობთ, არამედ ვჩუქნით ყველაზე ძვირფასს — მყარ იმუნიტეტს, ჯანსაღ სხეულსა და ენერგიულ ბავშვობას.

NS