მილიარდერი ქმრის გვერდით ბურკაც ჩაიცვა, 50 წლისამ შვილიც გააჩინა და 200 მლნ დოლარიც მიიღო განქორწინებისთვის... - ჯანეტ ჯეკსონის ახალი ცხოვრება - მშობლები

მილიარდერი ქმრის გვერდით ბურკაც ჩაიცვა, 50 წლისამ შვილიც გააჩინა და 200 მლნ დოლარიც მიიღო განქორწინებისთვის... - ჯანეტ ჯეკსონის ახალი ცხოვრება

2026-06-11 00:15:31+04:00

ლეგენდარული მაიკლ ჯეკსონის უმცროს დას ჯანეტს მსოფლიო იცნობს. 1980-90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო და პოპ-მუსიკის ისტორიაში დღესაც ყველაზე გაყიდვადი მომღერლების სიაშია. თუმცა პირადი ცხოვრება არც მას აეწყო, როგორც მის გარდაცვლილ ძმას, არადა, მცდელობები ჰქონდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო...

jacksonstvshow-1717504864.jpg

1142x1600-0xac120003-11780582851657573830-1717504864.jpg

janetrollingstonecover-1717504864.jpgjanetjacksonunbreakabletoursanfran2015-1717504864.jpg

ყველაზე გახმაურებული მისი მესამე ქორწინება აღმოჩნდა.

ორი უიღბლო რომანის შემდეგ 2010 წელს დუბაის სასტუმროში შეხვდა ბიზნესმენს ყატარიდან - ვისამ ალ-მანას, რომელსაც ორ წელიწადში ცოლად გაჰყვა. მისთვის ეს ქორწინება გადარჩენას ჰგავდა - ახალი დაშორებული იყო ჯერმეინ დუპრის და ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული ძმის ნაადრევი გარდაცვალება - მაიკლ ჯეკსონი 2009 წელს გარდაიცვალა. ფინანსურადაც საკმაოდ ცუდი მდგომარეობა ჰქონდა და მილიარდერი ქმარი საუკეთესო გამოსავლად ესახებოდა.

photo-212271-1717505143.jpg

ბიზნესმენს დიდი მოლოდინები ჰქონდა ამ ქორწინებიდან, თუმცა საქორწინო კონტრაქტი თავიდანვე შეადგინა. კონტრაქტის პირობების თანახმად, წყვილს ერთად ხუთი წელი მაინც უნდა ეცხოვრა, სხვა შემთხვევაში განქორწინების შემთხვევაში ჯანეტი ვერაფერს მიიღებდა. ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ თუ გაეყრებოდა ქმარს - 100 მლნ დოლარი ერგებოდა. ხოლო თუ შვილებსაც გააჩენდა - კიდევ 100 მლნ დოლარი.

ჯანეტი 50 წლის ასაკში დაორსულდა და 2017 წელს შვილი გააჩინა. იმავე წელს, ზუსტად ხუთი წლის თავზე ქორწინებიდან, ჯანეტი ქმარს გაეყარა და ამბობენ, რომ დაპირებული 200 მლნ დოლარიც მიიღო.

რატომ გაეყარა? ამბობენ, რომ ჯანეტი ოქროს გალიაში ცხოვრობდა. კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, არ ჰქონდა უფლება ახლობლებთან ურთიერთობის და ქმრის შეურაცხყოფებსაც იტანდა. გარდა ამისა, ქმარი მისგან ითხოვდა ისლამის მიღებას, მის გამო ბურკების ტარებაც დაიწყო, ყოფილ გარემოცვას გაურბოდა და სცენასაც დაშორდა, რა თქმა უნდა. წონაშიც მკვეთრად მოიმატა, მით უმეტეს, ორსულობის დროს, როცა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს და მთელ დღეებს დივანზე მწლოლიარე ატარებდა.

fit-795-547-false-crop-4339-2900-0-0-q90-113911-b0fddb16ffc59c59d5906528f-1717505143.jpeg

445381745-1002576284760125-6514769406051607169-n-1717505142.jpg

ჯანეტი მალე მიხვდა, რომ საკუთარ თავს კარგავდა და ხუთი წელი გაძლო, მერე კი განქორწინება მოითხოვა.

დღეს

ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს, ძველ წონას იბრუნებს და უკვე 2018 წლიდან კარიერაშიც გააქტიურდა.

scale-1200-2-1717505849.jpg

jen13092017-01-751x1118-1717505143.jpg

ხოლო 2024–2025 წლებში ლას-ვეგასში ჰქონდა წარმატებული კონცერტი. ასევე გამოცხადდა იაპონიაში დაგეგმილი კონცერტები 2026 წლისთვის. ბოლო წლებში ჯანეტი შედარებით დახურულ ცხოვრებას ეწევა და საჯარო ღონისძიებებზე იშვიათად ჩანს. მიუხედავად ამისა, 2026 წლის მაისში მონაწილეობა მიიღო Grammy Hall of Fame Gala-ზე, სადაც მისი ლეგენდარული ალბომი Rhythm Nation 1814 საპატიო დარბაზში შეიყვანეს.

jek55-1781123280.jpgjek31-1781123280.jpg

ინტერვიუებში და საჯარო გამოსვლებში ჯანეტს ხშირად უთქვამს, რომ ვაჟის აღზრდა მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია. ცდილობს კარიერა და დედობა დაბალანსებულად შეუთავსოს. საჯაროდ დადასტურებული ახალი ქორწინება ან მუდმივი პარტნიორი ამ ეტაპზე არ ჰყავს. პერიოდულად ჩნდება ჭორები შესაძლო ურთიერთობების შესახებ, თუმცა თავად ჯანეტს მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

oardefault-1781123280.jpg

მისივაჟი, Eissa Al Mana, ახლა 9 წლისაა. ჯანეტი ძალიან უფრთხილდება მის პირად ცხოვრებას და იშვიათად აქვეყნებს ფოტოებს. 2026 წლის იანვარში შვილის დაბადების დღეზე იშვიათი ფოტოები და მილოცვა გამოაქვეყნა. მშობლების განქორწინების მიუხედავად, ჯანეტი და ყოფილი მეუღლე შვილს ერთად ზრდიან. გავრცელებული ინფორმაციით, ეისა ძირითადად დედასთან ერთად ცხოვრობს. ბიჭს მუსიკა ძალიან უყვარს. სხვადასხვა ინტერვიუში ჯანეტს უთქვამს, რომ ეისა მუსიკალური სმენა აქვს, უკრავს ინსტრუმენტებზე და ინტერესდება როგორც თანამედროვე მუსიკით, ისე ბიძის, მაიკლ ჯეკსონის შემოქმედებით.

ჯანეტს სურს, რომ ეისამ ჩვეულებრივი ბავშვობა იცხოვროს და არა ისეთ, როგორსაც თავად ცხოვრობდა ბავშვობიდან, შოუბიზნესის გამო.

so-excited-to-announce-1781123280.jpg

პედოფილი მილიარდერის სიაში ჯეკსონის, ბილ კლინტონის და სხვათა სახელები იპოვეს - ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი დეტალები
გარდაცვლილ მაიკლ ჯექსონს 5 და-ძმა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს: ბრალდებების სიმძიმე შეიძლება „კოშმარად“ ექცეს ჯექსონის ოჯახს
მაიკლ ჯექსონის უმცროსი შვილის მამა შესაძლოა, მარლონ ბრანდო აღმოჩნდეს: ჯექსონი შვილების ყოლისას სპერმის დონორებს იყენებდა... სქესობრივი ცხოვრების პრობლემები ჰქონდა