ბავშვის მიერ დღეში თუნდაც ერთი საათის კითხვაზე დათმობა არ არის მხოლოდ სასარგებლო ჰობი ან აკადემიური ვალდებულება. თანამედროვე ნეირომეცნიერებამ, ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით, დაამტკიცა, რომ კითხვა ფიზიკურად ცვლის და აძლიერებს ბავშვის ტვინის სტრუქტურას.
კომპიუტერული თამაშებისა და მოკლე ვიდეოებისგან განსხვავებით, რომლებიც ტვინს მზა ვიზუალურ ინფორმაციას აწვდიან და პასიურ რეჟიმში ამყოფებენ მას, კითხვა ტვინისგან მაქსიმალურ „თანამონაწილეობას“ მოითხოვს.
აი, კონკრეტულად რა ხდება ბავშვის ტვინში, როდესაც ის რეგულარულად კითხულობს:
ძლიერდება ნეირონული სისტემა
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებში, რომლებიც რეგულარულად კითხულობენ, მნიშვნელოვნად იზრდება ტვინის თეთრი ნივთიერების ორგანიზებულობა და მთლიანობა. სწორედ ის აკავშირებს ტვინის სხვადასხვა უბანს ერთმანეთთან. რაც უფრო განვითარებულია ეს ქსელი, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაიცემა ნეირონული სიგნალები, რაც პირდაპირ აისახება ბავშვის აზროვნების სისწრაფესა და აკადემიურ მოსწრებაზე.
იზრდება ნეიროპლასტიკურობა და კოგნიტური რეზერვი
ტვინის უნარს, შეიცვალოს და მოერგოს ახალ გამოცდილებას, ნეიროპლასტიკურობა ეწოდება. კითხვა ტვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ვარჯიშია, რადგან ის ერთდროულად მოითხოვს:
ეს კომპლექსურობა ზრდის ნეიროპლასტიურობას და ბავშვს უვითარებს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს.
ვითარდება ემპათია და ემოციური ინტელექტი
როდესაც ბავშვი მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს, მის ტვინში სარკისებრი ნეირონები აქტიურდება. მაგალითად, თუ წიგნის გმირი დარბის ან განიცდის შიშს, მკითხველის ტვინში ირთვება ზუსტად ის უბნები, რომლებიც ფიზიკურად სირბილის ან საფრთხის დროს გააქტიურდებოდა. შედეგად ბავშვი სწავლობს სამყაროს სხვა ადამიანების პერსპექტივიდან დანახვას, რაც მას ცხოვრებაში სოციალურად უფრო ადაპტირებულს ხდის.
აქვე გიზიარებთ 5 წიგნს, რომელიც თქვენს შვილს ზაფხულის არდადეგებზე საკითხავად შეგიძლიათ შესთავაზოთ:

რა ხდება მაშინ, როცა სკოლა შენი დაუძინებელი მტერია, გარესამყარო კი მხოლოდ ნიშნებითა და ფორმულებით გაფასებს? 13 წლის გრეგუარისთვის ერთადერთი თავშესაფარი ბაბუა ლეონის სახელოსნოა - ადგილი, სადაც მისი „ოქროს ხელები“ და ფანტაზია უფრო ფასობს, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო ნიშანი. ეს არის გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი ამბავი ბიჭზე, რომელიც საკუთარ ადგილს ეძებს სამყაროში. „35 კილო იმედი“ პატარა წიგნია დიდ პრობლემებზე. ის შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და რომ მთავარი ძალა არა კუნთებში, არამედ იმ 35 კილო იმედშია, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ გვტოვებს. ეს არის საკითხავი ყველასთვის - მოზარდებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ, და დიდებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ ავიწყდებათ, რას ნიშნავს იყო ბავშვი.

„თოვლის გუნდა და მისი მეგობრები“, ნათია ჯანაშია
ამ მშვენიერ წიგნში თოვლის გუნდას უჩვეულო და სახალისო თავგადასავლები გელოდება. გაინტერესებს, ვინ არიან გუნდას მეგობრები, როგორი გეგმები აქვს შენს საყვარელ გმირს, როგორ ერთობა, რა აინტერესებს, რა აშინებს და რაზე ოცნებობს? წიგნში „გუნდა და მისი მეგობრები" ამ კითხვებზე საინტერესო ამბებად მოთხრობილი პასუხები გელოდება. შენც დაუმეგობრდი გუნდას, გაიცანი მისი მეგობრები და გაჰყევი გუნდას ექსკურსიაზე. მასთან ერთად ცას წერილიც მისწერე. გასაჭირშიც ნუ მიატოვებ..

„სამყაროს მაშველების მისტიკური ამბები“, გვანცა ასათიანი
პატარა კატო დიდი ცნობისმოყვარე და ფანტაზიორი გოგონაა, უყვარს მეგობრები და ცხოველები. მისი თანაკლასელებიც ძალიან საინტერესო ბავშვები არიან. წაიკითხე ეს მშვენიერი წიგნი, გაიცანი კატოსა და მისი მეგობრების - სამყაროს მაშველების მისტიკური ამბები და მიხვდები, რა ძალა აქვს მეგობრობასა და ურთიერთსიყვარულს.

„გუნდა აფრიკაში“, თამრი ფხაკაძე
... და შენ წინაშეა ცნობისმოყვარე, ხალისიანი, კეთილი და მამაცი გუნდა! უჰ, რა თავგადასავალი გელის?! მაშ ასე, ზამთრის ერთ თოვლიან და მშვენიერ დღეს ჩვენი ქუნქულა გუნდა, არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკაში აღმოჩნდა! გუნდა აფრიკაშიო? ფიქრობ, რომ ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი, შეუძლებელია?.. მოდი, გადაშალე ეს საინტერესო და ლამაზად ილუსტრირებული წიგნი და თავად გაიგე შენს კითხვებზე პასუხები, რაც მთავარია, დაემგზავრე გუნდას დიდ მოგზაურობაში - აფრიკამდე და უკან. ამ მოგზაურობის დაწყებამდე დაუმეგობრდი ბაჭია ბიბის, მელაკუდა მელანიას, ზღარბ ბუძგუნას, ციყვ ბუთქუნასა და დათუნია დოდის, მერე გაბრიელიც გაიცანი, რომელიც... უი, ეს რა დამართვია გაბრიელს? აბა, მისი ამბავიც წაიკითხე და მერე... მერე აფრიკისკენ გუნდასთან ერთად!.. იქ პრინცესა აკოკო გელოდებათ! და არ იდარდო, უკან აუცილებლად დაბრუნდები, რადგან ზღაპრებში და... აფრიკაში(ც) სასწაულები ხდება!

„კაქტუსა აფრიკაში“, სოფია ბარშოვა
რა სჯობია საღამოს, ძილის წინ მამიკოს მოყოლილი ზღაპრების მოსმენას, თანაც, თუ ეს ზღაპრები ყველასგან განსხვავებულ და საყვარელ ბიჭუნაზეა. წაიკითხე ეს მშვენიერი წიგნი და იმოგზაურე პატარა კაქტუსასთან _ მწვანეთმიან, მხიარულ და თავგადასავლების მოყვარულ ბიჭუნასთან ერთად. ვიცი, ძალიან მოგეწონება!
R