უცნაური სოფლის საიდუმლო, სადაც მხოლოდ გოგონები იბადებოდნენ და ბიჭის გაჩენისთვის ჯილდოს გასცემდნენ, ამოხსნილია - მშობლები

უცნაური სოფლის საიდუმლო, სადაც მხოლოდ გოგონები იბადებოდნენ და ბიჭის გაჩენისთვის ჯილდოს გასცემდნენ, ამოხსნილია

2026-06-11 11:31:09+04:00

სოფელ მეისცე-ოდჟანსკოეს მცხოვრებლები უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ მათი სახანძრო რაზმი მხოლოდ გოგონებისგან შედგება, ეზოებში კი ყოველთვის ვარდისფერი საბავშვო ეტლები დგას. ამ დასახლების მერი იმდენად გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ მშობლებს მხოლოდ გოგონები უჩნდებოდათ, რომ ვაჟის გაჩენისთვის დიდი ჯილდოც კი დააწესა.

ეს ამბავი მეცნიერებისა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც კი აღმოჩნდა.

გოგონების სამეფო ევროპის რუკაზე

საუბარია პატარა სოფელ მეისცე-ოდჟანსკოეზე, სადაც სამასზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქაური სტატისტიკა სრულიად უჩვეულოა: 2020 წლამდე, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, სოფელში ბიჭი არ დაბადებულა. ადგილობრივი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ყოველ ათ ახალშობილ გოგონაზე არც ერთი ბიჭი არ მოდის…

ქალები აქ არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობას უძღვებიან, არამედ ხანძრებსაც აქრობენ. მოხალისეთა რაზმი, რომელიც მთელ შემოგარენშია ცნობილი, ექსკლუზიურად ქალებისგანაა დაკომპლექტებული. მასში მხოლოდ ერთი მამაკაცია - ინსტრუქტორი.

დასახლების ხელმძღვანელმა, რაიმუნდ ფრიშკომ, რომელიც თავად ორ ქალიშვილს ზრდის, ერთხელ ძველი საეკლესიო წიგნები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ეს სიტუაცია არაერთ ათწლეულს ითვლის. ვინაიდან ჩინოვნიკი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი აღმოჩნდა, მან განაცხადა: იმ ოჯახს, სადაც ნანატრი ვაჟი დაიბადება, გულუხვ საჩუქარს პირადად გადავცემო. უფროსი თაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიჭის დაბადება ყოველთვის საოცრებად აღიქმებოდა. ისინი შემთხვევას ვერ ხსნიან.

1092x653-0xsw0uzsld-5898358272686687718-1781163249.png

მეცნიერთა შეხედულებები

უჩვეულო დასახლების შესახებ ამბავი სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ჟურნალისტები ჩავიდნენ, მათ კი ექიმები და გენეტიკოსები მიჰყვნენ. განსაკუთრებული ინტერესი ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, რაფალ პლოსკიმ გამოიჩინა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია ეკოლოგიის შემოწმება, ქორწინებათა ისტორიის შესწავლა და ყველა უხუცესის გამოკითხვა.

საქმე თაღლითების გარეშეც არ წარმართულა. სხვადასხვა ,,ოსტატი” ირწმუნებოდა, რომ ბიჭის ჩასახვის საიდუმლო იცოდნენ. ერთხელ ასეთი რჩევაც კი გაჟღერდა, რომ ცოლ-ქმრის საწოლის ქვეშ ნაჯახი დაედოთ. ადგილობრივი, ტომაშ გოლაჟი, რომელიც სოფელში ცოლის გამო გადასახლდა, ჰყვებოდა, რომ მას ორი ქალიშვილი შეეძინა და მის მეზობელსაც ზუსტად იგივე ისტორია ჰქონდა.

2-1781163295.png

ვერსია გერმანული წარსულის შესახებ

1945 წლამდე ეს მიწები გერმანიას ეკუთვნოდა. შემდეგ ტერიტორია პოლონეთს გადაეცა, ძველი მოსახლეობა კი გაასახლეს. ისტორიკოსები დაფიქრდნენ: რა პრობლემებს აწყდებოდნენ გერმანელები? თუ მათაც არ უჩნდებოდათ ბიჭები, მაშინ მიზეზი მიწაში ან წყალში უნდა იყოს. თუ არა - შესაძლოა, ყველაფერი ახალი მოსახლეობის გენეტიკის ბრალია. ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

ნანატრი დღეც დადგა. ანა მილაკს ვაჟი, ბარტეკი შეეძინა. მთელმა სოფელმა შვებით ამოისუნთქა. მართალია, სიხარული პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობამ დაჩრდილა: მას ცილის მომატებული დონე აღმოაჩნდა, რის გამოც საავადმყოფოში, გადასხმების ქვეშ მოუწია დარჩენა. დედამ თქვა, რომ თავადაც ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.

ქალი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა ვაჟზე, მკურნალობისთვის ფულს აგროვებდა და ახლა მის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. იგი ბარტეკს ორმაგ საოცრებას უწოდებს - ჯერ ერთი იმიტომ, რომ მან გადარჩენა შეძლო და მეორეც იმიტომ, რომ იგი მთელი ათწლეულის განმავლობაში პირველი ბიჭია…

3-1781163323.png

როგორ დააჯილდოვეს მშობლები

მერმა სიტყვა შეასრულა. კარანტინისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზეიმი ცოტა შეამოკლეს, მაგრამ დღესასწაული მაინც შედგა. მილაკების ოჯახს 1500 ზლოტის ოდენობის ჩეკი გადასცეს. სოფელმა ყვავილები და საჰაერო ბუშტები შეიძინა. მშობლებსა და პატარას სამახსოვრო მაისურები აჩუქეს.

"საიდუმლო" ამოხსნილია

ბარტეკის დაბადებიდან მალევე, სოფელში კიდევ ერთი "სენსაციური" ამბავი მოხდა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 2020 წლის ნოემბერში, სოფელში მეორე ბიჭიც დაიბადა! პატარა ბრუნოს დაბადებამ ადგილობრივებს საბოლოოდ დაუბრუნა იმედი, რომ სოფელი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდებოდა და „მხოლოდ გოგონების“ ანომალია დასრულდა. მომდევნო წლებში (2021-2025 წლებში) შობადობის სტატისტიკა შედარებით გათანაბრდა, თუმცა გოგონების პროცენტული მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.

რატომ იბადებოდნენ მხოლოდ გოგონები? - მეცნიერების დასკვნა

მსოფლიო მედიის (BBC, საფრანგეთის ტელევიზიები, ამერიკული გამოცემები) ყურადღების შემდეგ, სოფელს გენეტიკოსების რამდენიმე ჯგუფი ეწვია. ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა და გენეტიკოსებმა კვლევები დაასრულეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არ ყოფილა ანომალია, მიწის ან წყლის დაბინძურება. მეცნიერებმა ეს ფენომენი შეაფასეს, როგორც სუფთა მათემატიკური დამთხვევა და ალბათობის თეორიის იშვიათი გამოვლინება (სტატისტიკური ანომალია). ვინაიდან სოფელი ძალიან პატარაა (300-მდე მცხოვრები) და წელიწადში სულ რამდენიმე ბავშვი იბადება, 12 გოგონას ზედიზედ დაბადება მათემატიკურად შესაძლებელია. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ადგილობრივ წყვილებს არანაირი საერთო მუტაცია ან დარღვევა არ აღენიშნებოდათ.

როგორ შეიცვალა სოფლის ცხოვრება და ტურიზმი?

ამ გლობალურმა პოპულარობამ პატარა, მივიწყებული პოლონური სოფელი რუკაზე მყარად დასვა:

  • დამეგობრებული სოფელი : სოფლის ადმინისტრაციამ ოფიციალური პარტნიორობა დაამყარა შოტლანდიის ერთ-ერთ რეგიონთან, სადაც, პირიქით, ანომალიურად ბევრი ბიჭი იბადებოდა.

  • სახანძრო რაზმი კვლავ პოპულარულია: გოგონების მოხალისე მეხანძრეთა რაზმი, რომელიც სტატიაშია ნახსენები, დღესაც სოფლის მთავარ სიმბოლოდ რჩება. ისინი ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო შეჯიბრებებში და პოლონეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ.

  • ინფრასტრუქტურის განვითარება: მერმა, რაიმუნდ ფრიშკომ, რომელიც ამ ამბის წყალობით ძალიან პოპულარული პოლიტიკოსი გახდა, მიღებული გრანტებით სოფელში ახალი გზები, თანამედროვე საბავშვო მოედანი და სახანძრო დეპო მოაწყო.

დღეს, 2026 წლისთვის, სოფელი მეისცე-ოდჟანსკოე უკვე ჩვეულებრივი, მშვიდი ტემპით აგრძელებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები უკვე იბადებიან, „გოგონების სოფლის“ სახელი მათ მაინც შერჩათ, რაც ადგილობრივ ტურიზმს ძალიან ეხმარება.

ჰუნზას ტომის საიდუმლო – ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი ხალხი