რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვს კოღოები დაკბენენ, საუკეთესო გამოსავალი ნაკბენ ადგილზე სპეციალური გელის წასმაა, რომელიც კანს ამშვიდებს, აგრილებს და ქავილის შეგრძნებას აქრობს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც კოღოს საწინააღმდეგო საშუალება თან არ აღმოგვაჩნდა?
მთავარი წესია — არ მისცეთ ბავშვს ნაკბენის მოქავების უფლება, რადგან გაჩენილი ღია ჭრილობა ინფექციების გავრცელების პირდაპირი წყარო გახდება. იმის შესახებ, თუ რომელი ხელმისაწვდომი საშუალებებით შეიძლება ქავილის გაყუჩება, თერაპევტი და დერმატოლოგი ირინა ბარანოვა გვესაუბრება.
ეს მცენარე ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მოაჭერით მცენარეს ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და წაუსვით მაცავებელ მონაკვეთზე. ამ პროცედურის გამეორება დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ.
ეს ეთერზეთი ანტისეპტიკის როლს ასრულებს, აქრობს ანთებას და აყუჩებს ქავილს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ჭრილობაში ინფექციის შეჭრას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვმა ნაკბენი უკვე მოიქავა. ამისთვის საჭიროა 3–6 წვეთი ჩაის ხის ზეთი შეურიოთ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთში და წაუსვათ ნაკბენ ზონაზე. პროცედურის გამეორება დღეში 2-3-ჯერ არის შესაძლებელი.
თაფლს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას (აღდგენას). დაიტანეთ მცირეოდენი თაფლი ნაკბენ ადგილას, გააჩერეთ 15–20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სოდა გვეხმარება მჟავიანობის ნეიტრალიზაციაში, ანთებისა და ქავილის მოხსნაში. გახსენით ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა მცირეოდენ წყალში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა (ფაფისებური კონსისტენცია), წაუსვით კანზე და დაელოდეთ 10 წუთი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, შვრია კანს შესანიშნავად ამშვიდებს. წყალში დამბალი შვრიის ფანტელებისგან მიღებული მასა დაადეთ ნაკბენ ადგილას, გააჩერეთ 10–15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
რა თქმა უნდა, იგულისხმება მხოლოდ ახალი, ნედლი ფოთლები. რეჰანი აქრობს ანთებას და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, თუ ნაკბენი უკვე მოქავებულია. დანაყეთ ფოთლები და მიღებული წვენი წაუსვით ნაკბენზე. პროცედურისთვის 15 წუთი სრულიად საკმარისია — საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვიანებითაც გაიმეოროთ.
დერმატოლოგის გაფრთხილება: ექიმი გვაფრთხილებს, რომ თუ ქავილი არ ცხრება, ხოლო ანთებითი კერა (სიწითლე და შეშუპება) ზომაში იზრდება, აუცილებელია ბავშვის ჩვენება ექიმისთვის, რადგან შესაძლოა საქმე გვქონდეს ალერგიულ რეაქციასთან.