ნარკოტიკებთან დაკავშირებული ახალი გამოძიების ფარგლებში ცნობილი ვარსკვლავი ბერენ საათი და მისი მომღერალი ქმარი დააკავეს - მშობლები

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე ცნობილი თურქი ვარსკვლავი ბერენ საათი და მისი მომღერალი ქმარი დააკავეს

2026-06-11 15:22:26+04:00

თურქი ვარსკვლავების სკანდალები, რომლებიც ნარკოტიკებს უკავშირდება, არ სრულდება. ამჯერად ცნობილი მომღერალი კენან დოღულუ და მისი მეუღლე, მსახიობი ბერენ საათი დააკავეს, თურქეთში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ახალი გამოძიების ფარგლებში. თურქულ მედიაზე დაყრდნობით, Report-ის ცნობით, ცნობილი წყვილი დღეს დილით სტამბოლში მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

ოპერაცია 22 ლოკაციაზე ჩატარდა. დაკავებულებს შორის იყვნენ თურქული შოუბიზნესის კიდევ სხვა ცნობილი ფიგურები, მათ შორის ქერიმჯან დურმაზი, ბერდან მარდინი, ენის არიკანი და კენან დოღულუს ძმა, დიჯეი ოზან დოღულუ.

ljejiuett8s9jcvgj1iezb5urkcgpttcl7il5d1c-1200-1781179710.jpg

ყველა მათგანი სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე შოუბიზნესის ფიგურების პირველი დაკავებები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ეჭვმიტანილებს შორის არიან ათობით ცნობილი სახე, მათ შორის მუსტაფა ჩეჩელი, ბენგუ, სერენაი სარიკაია, იბრაჰიმ ჩელიკოლი, ონურ ტუნა და სხვები.მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენაში, გამოყენებაში ან შენახვაში.

  • ბერენ საათი 42 წლის თურქი კინომსახიობია. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ბიჰტერ იორეოღლუს როლით მძაფრსიუჟეტიან სერიალში „აკრძალული სიყვარული“ და კიოსემ სულთნის როლით ისტორიულ დრამაში „დიდებული საუკუნე: კიოსემის იმპერია“.

162f825ec45a4380c6b2ca998fb28d2b-1781179709.jpg

ანკარაში, ფეხბურთელის, და მასწავლებლის ოჯახში დაბადებული ბერენი TED Ankara-ს მენეჯმენტის კოლეჯში სწავლობდა, რის შემდეგაც ჩაირიცხა ანკარაში, ბილკენტის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სპეციალობაზე.ბერენს უყვარს სიმღერა და ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს.

სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობა დაიწყო მომავალი მსახიობების კონკურსებში. ამ კონკურსებიდან ერთ-ერთში თურქულ ტელევიზიაში დებიუტის შანსი მოიპოვა. მას მოჰყვა მთავარი როლები სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებში.

screenshot-6-467x697-1781179710.jpg

2013 წელს GQ Turkey-მ ბერენ საათი „წლის ქალად“ დაასახელა. მის ანგარიშზე უკვე მრავალი სერიალი და მხატვრული ფილმია. არის რამდენიმე კომპანიის სარეკლამო სახე.

2010-იანი წლების დასაწყისში ამბობდა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დიდი სიყვარული იყო - მისი შეყვარებული ეფე, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა და რომელმაც სამსახიობო კარიერის გაგრძელებისკენ უბიძგა. თუმცა, ის 2004 წელს უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კარიერის აწყობის შემდეგ მცირე ხანს მსახიობ ბიულენტ ინალთან ერთად იყო ქორწინებაში. ინალთან დაშორების შემდეგ, ორწლიანი ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ ლევენთ სემერჯისთან, მაგრამ წყვილი დაშორდა.

2014 წლის 29 ივლისს ბერენი ლოს-ანჯელესში ცნობილ თურქ მომღერალ ქენან დოღულუზე დაქორწინდა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა უთანხმოება, მამაკაცის ღალატის გამო. თუმცა წყვილი კვლავ ერთად არის.

540-content-1781179709.png

მსახიობს შვილები არ ჰყავს.

ნარკოტიკების საქმეზე ჰანდე ერჩელის დაპატიმრების ორდერიც გაიცა, მისი ყოფილი საქმრო კი უკვე დააკავეს - მორიგი სკანდალი თურქეთში
ცნობილი თურქი მოდელი გარდაცვლილი იპოვეს - აიშეგიულ ერასლანის სახლში ნაპოვნი უცნაური ჩანაწერი
თურქი ქალების კერპი, ბოსნიურ-ბულგარული ფესვებით და გზა „საუკეთესო მამაკაცი მოდელის“ ტიტულიდან საუკეთესო მსახიობამდე - ამბები ჩაგათაი ულუსოუზე
რატომ დაიწუნა მდიდარმა სადედამთილომ ულამაზესი თურქი მსახიობი და ქორწილიც ჩაუშალა - ჰანდე ერჩელის უიღბლო სიყვარული