"მინდა, რომ საბას თავმოყვარეობას არაფერი შეეხოს... საბა თვლის, რომ მე ეგოისტი ვარ, არ ვფიქრობ მასზე. „შენ არავინ მადლობას არ გეტყვის...“ მარიამს ტაიმაუტი აქვს, გათხოვდა..." - რას ამბობენ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილები მის ბრძოლაზე და პოლიტიკურ აქტიურობაზე - მშობლები

"მინდა, რომ საბას თავმოყვარეობას არაფერი შეეხოს... საბა თვლის, რომ მე ეგოისტი ვარ, არ ვფიქრობ მასზე. „შენ არავინ მადლობას არ გეტყვის...“ მარიამს ტაიმაუტი აქვს, გათხოვდა..." - რას ამბობენ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილები მის ბრძოლაზე და პოლიტიკურ აქტიურობაზე

2026-06-14 11:41:18+04:00

თემურ ებიტაშვილის გადაცემაში "მძიმე წერტილი" სტუმრობისას ნანუკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა პატიმრობაზე, პოლიტიკაზე და შვილებზე.

- საბას სულ ვამშვიდებდი, „შენ ხარ პოლიციელის შვილი. შენი მამა არის გენერალი, ნაომარი პოლიციელი და ამ სახლში არ შემოვარდებიან, როგორც კრიმინალთან...“ ეს იყო სწორი სიტყვები, იმიტომ რომ მე მართლა მგონია, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს განსაკუთრებული სოლიდარობა აქვთ საკუთარი პროფესიის მქონე ადამიანებთან. მე მართლა მგონია და მჯერა, რომ იმ სახლში ეგ ფაქტორი გათვალისწინებული იქნებოდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანთან უმუშავიათ. ჯერ ისედაც, ეგ ფაქტორიც რომ არ იყოს, ჩემთან როგორც კრიმინალთან რატომ უნდა შემოვარდნენ? უბრალოდ ისეთი სურათი იყო, აი მართლა, როდესაც ვუყურებდი, რომ ვემზადებოდი, ასეთი ვიყავი — „რა ხდება, ხალხო?“

მაგრამ მაინც მგონია, რომ არა. და მეორე იმიტომ, რომ საბას აქვს ძალიან ისეთი ასაკი... ახლაც რომ წავედი პროცესზე, არ ველოდი პატიმრობას. იმიტომ კი არა, რომ იმ დღეს არ ველოდი გამოცხადებას. ძალიან მოუმზადებელი წავედი და მთელი ის პერიოდი, რაც ვიყავი, საბაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმას, რომ ნეტა ამეხსნა, ნეტა მეთქვა, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, იმიტომ რომ მისი პრეტენზიაც ეგ იყო - რომ ეთქვა, ეთქვა ჩემთვის, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო.

mshoblebi-1-1781424289.png

ძალიან სამართლიანი და ობიექტური პრეტენზია ჰქონდა.მინდოდა და მინდა, რომ საბას თავმოყვარეობას არაფერი შეეხოს და იცოდეს, რომ ეს სხვა ბრძოლაა აბსოლუტურად. ეს არ ეხება მას და ეს არ ეხება არაფერს ჩვენსას, არც ჩვენს ოჯახს. ეს არის ჩემი პერსონალური ბრძოლა, რომლის არჩევანსაც საბა ეგოისტობაში მითვლის.

სხვათა შორის, მარიამს უფრო ესმის.საბა თვლის, რომ მე ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ მასზე.„შენ არავინ მადლობას არ გეტყვის“, — მითხრა იმ დღეს. „შენ არავინ არაფერს არ დაგიფასებს...“ მეუბნება 17 წლის საბა და ძალიან გაოგნებული ვუყურებდი.

რომ გამოვედი, მითხრა: „შენ რა გგონია, რომ ვინმე მადლობას გეტყვის? ნახე, როგორ გაეცი პასუხი მოკითხვაზე.“ძალიან გაოგნებული ვუსმენდი და გულწრფელად ვუთხარი, რომ მადლობისთვის არ ვაკეთებ-მეთქი.„შენ მე ეგრე მიცნობ?“ — ვკითხე.

„არაო, შეხედე, ის შენი ვითომ ტიპებიც, ერთად რომ იბრძვით, ნახე, როგორ ჩასაფრებულები არიან შენზეო. ერთ შეცდომას არ გპატიობენო. ქოცები კი არაო — ის ტიპებიო, ვინც ვითომ თანამებრძოლები რომ ხართო.“

მე საბას ავუხსენი, სანამ პატიმრები ციხეში არიან, დავდე პირობა, რომ არ გავჩერდები.ვკითხე: „აი, შენ ახლა რომ მე ეს პირობა დავარღვიო, მოგეწონება? შენ, შენი შეგნებით, შენი აღქმებით ცხოვრების მიმართ, მოგეწონება ის დედა, რომელმაც ამხელა საჯარო განაცხადი გააკეთა და იქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, პირობა მისცა და მერე გავიდა?“

მერე თვითონაც დაფიქრდა. მე სულ ვცდილობდი, რომ საბა გამერიდებინა ამ სიტუაციისგან, მარიამისგან განსხვავებით. მარიამზე ასეთი მცდელობები არ მქონდა.

იმ დღეს, იმ დიალოგში, საბა მეუბნება: „მე არ მაინტერესებს ეს თემები, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემს გვარს წამომაძახებენ. მე რომ დავინტერესდე ამ თემებით, შენი ცხოვრების კონტექსტით, უნდა მაძახონ მამაჩემის გვარი და მე უნდა ვიმართლო თავი.“

თან მეუბნება: „ამ გვარს შენი თანამებრძოლებიც წამომაძახებენ, მარტო ქოცები კი არა.“

ანუ ჩემი 17 წლის შვილი უყურებს, რომ ვიბრძვი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ იმ ადამიანებთანაც, ვისთან ერთადაც ველზე ვარ. და არ ესმის. მაგიტომ მეუბნება: „ამიხსენი.“

მერე ვცდილობ, სხვა ჭრილში დავანახო — რომ ცხოვრების ეს ფრაგმენტები არსებობს, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. დაინახე ეს ადამიანები, ეს ადამიანები დაინახე.

ჩემი აქტიურობა არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც სახლში მიგებენ.მახსოვს, ერთხელ დაჯისთან მქონდა დიალოგი და მითხრა: „შენ გიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ არ აგვირჩევია ამ გამადიდებელ შუშაში ცხოვრება? ჩვენ არ აგვირჩევია, რომ სულ ჩვენზე ილაპარაკონ, ხელი გამოიშვირონ, მამაშენის საბუთები ქექონ, ფინანსური დეკლარაციები ქექონ, შენი ძმა სულ რაღაც ობსერვაციის ქვეშ იყოს. ეს ჩვენ არ აგვირჩევია. შენ აირჩიე და ჩვენ ყველას იძულებითი არჩევანი გვაქვს.“

რაღაც ეტაპზე იაზრებ, რომ შენს შვილებსაც იძულებითი არჩევანი აქვთ.ახლა ჩემს შვილ მარიამს აქვს ტაიმაუტი და ამას ვერ ვეგუები. მგონია, რომ ჩემმა შვილმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო.ძალიან მომწონს მარიამი — ფაქტურით, ხასიათით, ყველაფრით. საოცარი გოგოა. მარიამისნაირი რომ ვყოფილიყავი, პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი.ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი ფაქტურა.

ახლა ტაიმაუტი აქვს აღებული ობიექტური მიზეზების გამო — გათხოვდა. უნდა, რომ ცხოვრება შეირგოს. უნდა, რომ როცა უნდა, მაშინ დაიძინოს და როცა უნდა, მაშინ გაიღვიძოს. და ყველას აქვს ამის უფლება. 29 წლისაა, პატარა აღარ არის.ამდენი წლის განმავლობაში აქტიური იყო, იბრძოდა, იბრძოდა. ახლა მის ცხოვრებაში დადგა ეტაპი, რომ გათხოვდა და აქტივიზმთან ერთად ამის დალაგება რთულია.

geguch-1781424353.jpg

geguchadze6-1781424353.jpggeguchadze-1781424353.jpg

ვუგებ, იმიტომ რომ მე და მარიამი ძალიან ერთნაირად გავდივართ რაღაცებს ცხოვრებაში. მაგრამ თან მენანება. ის მეორე მარიამი მენანება — ეთერები მომწონს, წინა ფრონტზე მომწონს მისი ყოფნა.ბოლო დროს ისეთი ტიპის გააზრებები მაქვს — მარიამის ამბით, საბას გააზრებებითა და გაზიარებებით — რომ აღმოვაჩინე: მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო და თითქოს ყველას ვაიძულებ ჩემს ირგვლივ, რომ ამ ცხოვრებით იცხოვრონ.

მაწუხებს ეს?არა. მერე რა ვქენი, იცი? როცა მივხვდი, რომ არ უნდათ ამ ცხოვრებით ცხოვრება, ვუთხარი: „კარგით, პატივს გცემთ. თუ არ გინდათ, ნუ გინდათ. იყავით, სადაც გინდათ.“და წავედი იმ ადამიანების ძებნაში, ვისაც უნდათ, რომ ამ ცხოვრებით იცხოვრონ.

შესაბამისად, წავედი და სხვის შვილებს დავუწყე ძებნა — მათ, ვისაც იგივე ინტერესები აქვთ, ვისაც უნდა იმის კეთება, რისი კეთებაც მე მინდა. მერე ჩემი თავის რეალიზებაც იქ ვიპოვე.და ეს ძალიან მნიშვნელოვანია — საერთოდ, რეალიზება.

როგორ დაიკლო მარიამ გეგუჩაძემ წონაში და რას ურჩევს მათ, ვისაც ამ დიეტის დაცვა სურს?
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული