ვინ არის ქვისლი ან მძახალი? - იცით თუ არა ოჯახის წევრთა ტრადიციული სახელწოდებები - მშობლები

ვინ არის ქვისლი ან მძახალი? - იცით თუ არა ოჯახის წევრთა ტრადიციული სახელწოდებები

2026-06-15 10:19:25+04:00

ბევრი ადამიანი კარგად ვერ იმახსოვრებს რა სახელწოდებები აქვთ ამა თუ იმ ნათესაურ კავშირებს. მაგალითად, ყველამ იცის დეიდა, ბიძა, ბებია, სიძე, რძალი, მაგრამ ქვისლი, მძახალი და ასე შემდეგ, ბევრს ერთმანეთში ერევა. ვნახოთ, თქვენ როგორ ერკვევით ამ სახელბში:

ტესტი: იცით, ვინ ვისი ნათესავია დიდ ოჯახში?

1. რა ეწოდება ქმრის ძმას?

ა) სიძე

ბ) ძმობილი

გ) მაზლი

2. ვის უწოდებენ მულს?

ა) ქმრის დას

ბ) ცოლის დას

გ) ქმრის დედას

3. ვინ არის მაჭანკალი?

ა) ქმრის დედის ქალი მამაკაცი ნათესავი

ბ) ცოლის მამის ძმა

გ) ქალი, რომელიც დანიშვნისა და ხელის თხოვნის დროს ოჯახებს აცნობდა ერთმანეთს

4. ვინ არიან ცოლ-ქმრის მშობლები ერთმანეთისთვის?

ა) ქვისლები

ბ) მძახლები

გ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

5. ვინ არის ნათლიმამა?

ა) მამაკაცი ნათლია

ბ) ნათლიის მამა

გ) ნათლულის მამა

6. ვის ეწოდება ქვისლი?

ა) ცოლის ძმას

ბ) ცოლის დის ქმარს

გ) ქმრის დას

7. თუ სიძე ცოლის ოჯახში, მისი მშობლების სახლში ცხოვრობს, მას რას უწოდებენ?

ა) ჩასიძებულს

ბ) ჩასახლებულს

გ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

8. ვინ არის შილი?

ა) ქმრის ბიძა

ბ) მაზლის ცოლი

გ) სიდედრის დედა

9. ვის უწოდებენ "სახლიკაცს"?

ა) მეუღლის ნათლიას

ბ) ნებისმიერ მამაკაც ნათესავს

გ) ხელმარჯვე, მეოჯახე მამაკაცს.

10. ვინ არის დედამთილი?

ა) ქმრის დედა

ბ) ცოლის დედა

გ) ოჯახის წევრი ქალი


სწორი პასუხები

  1. გ)
  2. ა)
  3. გ)
  4. ბ)
  5. გ)
  6. ბ)
  7. ა)
  8. ბ)
  9. ბ)
  10. ა)

იხილეთ სხვა ტესტები