ორსულობის პერიოდში ქალის სხეული ბუნებრივად იცვლება, რათა განავითაროს ნაყოფი და მოემზადოს მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდისთვის. შესაბამისად, იზრდება სხეულის წონა, ფართოვდება მენჯის არე, მუცელი თანდათანობით ზომაში იმატებს, ხოლო მკერდი უფრო მგრძნობიარე ხდება.
ცვლილებების ფონზე იზრდება დატვირთვა წელისა და ზურგის არეზე, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სხეულის პოზაზე და ყოველდღიური აქტივობები ორსულისთვის უკვე სერიოზულ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული.
ასეთი დატვირთვის ფონზე, დისკომფორტის მოსახსნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმძიმის ცენტრი სწორად გადანაწილდეს. ამისათვის კი ბუნებრივად იზრდება დატვირთვა წელზე, რადგან მუცლის ზრდასთან ერთად, წონასწორობის შესანარჩუნებლად ქალი ინსტინქტურად იხრება უკან. ეს იწვევს ხერხემლის ნაწილის ზედმეტად გადაღუნვას და ზურგის კუნთების მუდმივი ტკივილის მიზეზი ხდება. ამასთან, ორსულობის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ რელაქსინს, რომელიც მშობიარობის გასაადვილებლად ადუნებს მენჯის იოგებს. შედეგად, სახსრები უფრო მოძრავი და არასტაბილური ხდება, მთელი სიმძიმე კი კუნთებზე გადადის. ორსული კუნთების ტკივილს ხშირად სწორედ ამის გამო უჩივის. დუნდება მუცლის პრესიც, რაც ზურგს ორმაგი დატვირთვით მუშაობას „აიძულებს“.

გაზრდილი დატვირთვის ფონზე ორსულებს, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში უჭირთ მარტივი აქტივობების შესრულება და მომატებული წონის ფონზე იზრდება დისკომფორტი. ამ მდგომარეობის შემსუბუქება კი შესაძლებელია დამხმარე აქსესუარებით, რომლებიც ორსულს დაუბრუნებს ტკივილის გარეშე მოძრაობის უნარს და თითქმის სრულად მოუხსნის დისკომფორტს.

საორსულე ქამარი სპეციალურად ორსულობის ბოლო ტრიმესტრისთვის შექმნილი ანატომიური დამხმარეა, რომელიც სხეულის ფიზიკურ დატვირთვას ამსუბუქებს. მსოფლიოში ასობით დედა იყენებს „ბეიბიჯემის“ ქამარს, რომელიც უზრუნველყოფს მუცლის ბუნებრივად აწევას; ხსნის დატვირთვას წელზე, რაც მომენტალურად აქრობს დაძაბულობას ხერხემლის არეში; გარედან აფიქსირებს მოშვებულ მენჯის ძვლებს, რაც საგრძნობლად ამცირებს სიარულისას გამოწვეულ დისკომფორტს.
საორსულე ქამრის გამოყენება ერთგვარი შვებაა ორსულებისთვის, რადგან თითქმის სრულად ხსნის სიმძიმისგან გამოწვეულ დისკომფორტს. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში, თუმცა არა ძილის დროს.

ლაქტაციის პერიოდში მკერდის მოცულობა და წონა იზრდება, რაც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს და ჩვეულებრივი თეთრეულის გამოყენებამ ამ დროს შეიძლება, დისკომფორტი შეგვიქმნას.
„ბეიბიჯემის“ ძუძუთი კვების ბიუსტჰალტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის მასტიტის პრევენცია. დამზადებულია ელასტიკური მასალისგან, არის უნაკერო და რაც მთავარია, რკინების გარეშე, რომელიც როგორც წესი რძის შეგუბების, იგივე ლაქტოსტაზის ძირითადი მიზეზია ხოლმე.
ბიუსტჰალტერის შემადგენლობაში არის ნატურალურ ბამბა, რაც იცავს კანს და მგრძნობიარე დვრილებს გაღიზიანებისგან. სპეციალური შესაკრავის მეშვეობით კი შესაძლებელია ახალშობილის სწრაფად და დისკომფორტის გარეშე გამოკვება.

„ბეიბიჯემის“ ბიუსტჰალტერის ელეგანტური და კომფორტული დიზაინი საშუალებას გვაძლევს, ყოველდღე ვატაროთ ის, სასურველი სამოსის ქვეშ. რბილი და მოქნილი ქსოვილი უზრუნველყოფს კომფორტს მთელი დღის განმავლობაში და რაც მთავარია, გვეხმარება გართულებების პრევენციაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდეგ სხეულის აღდგენაზე ზრუნვა, რადგან ქალი ამ პერიოდშიც განიცდის დისკომფორტს.
მშობიარობის შემდეგ მუცლის ღრუში ჩნდება თავისუფალი სივრცე, დაჭიმულია კუნთები და ორგანოები, რაც ერთი მხრივ, აისახება ფორმებზე და მეორე მხრივ, უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. „ბეიბიჯემის“ ორსულობის შემდგომი ქამარი/კორსეტი სხეულს პირვანდელი ფორმის დაბრუნებაში ეხმარება. კერძოდ, ამცირებს ზურგისა და წელის ტკივილს, ამკვრივებს მოშვებულ კანს და აადვილებს წონის კლებას. ქამარს აქვს გვერდითა მარეგულირებელიც, რომლითაც დაჭიმულობის ხარისხს ვმართავთ.

მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საკეისრო კვეთის, ასევე ბუნებრივი მშობიარობის და ლაქტაციის დროსაც. ქამრის რბილი ტექსტურა უზრუნველყოფს კომფორტს მოძრაობის დროს. შექმნილია ლატექსის გარეშე, ბუნებრივი ქსოვილისგან, არ ჩანს ტანსაცმლის ქვეშ, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.
საუკეთესო შედეგის მისაღებად კი მისი ტარება შესაძლებელია ყოველდღიურად, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ორსულთა და მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი დამატებითი პროდუქტების სანახავად მიჰყევით ბმულს.
R