შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როდისთვის ექნებათ აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის შესაძლებლობა. ასევე, თამარ მემანიშვილი განმარტავს, რა შეუძლიათ, გააკეთონ აბიტურიენტებმა, თუ გამოცდის დღეს საგამოცდო ბარათი ან პირადობის მოწმობა სახლში დარჩებათ:
- აბიტურიენტებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის აინტერესებთ, თუ მათ მიერ არჩეულ საგნებში გამოცდის ჩაბარება კონკრეტულად როდის მოუწევთ. შესაბამისად, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში და რა თარიღში მოუწევს კონკრეტულ აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარება, ეს ინფორმაციაც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ეს მონაცემები ჩვენი პროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება. ისინი ამ ინფორმაციას ნახავენ, საგამოცდო ბარათს ამობეჭდავენ და შესაბამის საგამოცდო ცენტრში ამ ბარათით გამოცხადდებიან.
- არა, ეს წესი უცვლელად რჩება. აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში ამობეჭდილ საგამოცდო ბარათთან ერთად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება აქვს. თუმცა, წინა წლების მსგავსად, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საგამოცდო ბარათი აბიტურიენტს სახლში დარჩება, ჩვენი პროცედურებისა და წესების დაცვით, მათ ადგილზე კონსულტაციას მაინც გაუწევენ და საგამოცდო ბარათს ამოუბეჭდავენ. სახლში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენა მათ გამოცდის ჩაბარების პროცესში ხელს არ შეუშლის. საგამოცდო ცენტრში ისინი გამოცდას შეუფერხებლად ჩააბარებენ, თუმცა 12 სამუშაო დღის ვადაში იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდა ჩააბარეს, პირადობის მოწმობის წარდგენა მაინც მოუწევთ.
- არა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, აქამდეც ასე იყო. ეს წესი იმისთვის არსებობს, რომ მათ ხელი არ შეეშალოთ და სახლში დოკუმენტის მოსატანად გაბრუნება არ მოუწიოთ. სტრესის ფაქტორი მოხსნილია. ისინი გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს მოგვიანებით წარადგენენ. თუ განსაზღვრულ ვადაში პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს აბიტურიენტი არ წარადგენს, მაშინ მისი ნაშრომი უბრალოდ არ გასწორდება.
თამარ მემანიშვილი ამავე გადაცემაში განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის საგამოცდო ტესტების ფორმატი არ შეცვლილა და მათ შეუძლიათ, წინა წლების საგამოცდო ტესტების ნიმუშებსაც გაეცნონ.