"ძალიან მინდა, ილიას მოსიყვარულე მეუღლე ჰყავდეს... ილიას გვერდით ყოფნა რთულია... არ უნდა დანებდე, არ უნდა იწუწუნო" - მშობლები

"ძალიან მინდა, ილიას მოსიყვარულე მეუღლე ჰყავდეს... ილიას გვერდით ყოფნა რთულია... არ უნდა დანებდე, არ უნდა იწუწუნო"

2026-06-15 13:00:12+04:00

ილიას გვერდით ყოფნა რთულია... არაძლიერ ადამიანთან კომფორტის ზონაში ვერ იქნება.

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. მე-5 რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ილია თოფურიამ თვალის დაზიანების გამო ვერ შეძლო.

როგორც ცნობილია, თოფურია რამდენიმე თვის წინ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელს დაშორდა. ყოფილ წყვილს სასამართლო დავაც ჰქონდა.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა, ნათია გვაზავამ, ილიას დედასთან, ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ილიას დედა შვილის პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს:

- მე ძალიან მინდა, ილიას მოსიყვარულე მეუღლე ჰყავდეს. მინდა, ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. ამის გაკეთება არაქართველსაც შეუძლია, რომელსაც ეყვარება ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე საბოლოოდ, რასაც ისევ და ისევ ილია გადაწყვეტს. მე არ ვწყვეტ, როგორც ამის ინტერპრეტაციას აკეთებენ... მეუღლეებს არავის ვურჩევ.

რა თქმა უნდა, მინდა (ილიასთვის ქართველი მეუღლე) ბევრი მიზეზის გამო, ეს თავისთავად ლოგიკურიც არის და უნდა მინდოდეს კიდევაც. თუმცაღა, ქართველი გოგოები მიყვარს, ჩემი თავი შემოევლოთ მათ. მე შეიძლება მხოლოდ რჩევა მივცე და ვუთხრა, თუ რომელი ადამიანი არ დანებდება ასეთი ძლიერი მამაკაცის გვერდით.

ილიას გვერდით ყოფნა რთულია იმ გაგებით, რომ არ უნდა დანებდე, ძლიერი უნდა იყო. ილიას გვერდით ძლიერი ბებიები და ძლიერი დედაა. ილია არაძლიერ ადამიანთან კომფორტის ზონაში, როგორ გითხრათ, ვერ იქნება. ძლიერება იმას არ ნიშნავს, რომ ილიას ნაზი ადამიანი არ უყვარს, მაგრამ არ უნდა დანებდე, არ უნდა იწუწუნო. ყველაფერი ღვთის ნება და ილიას გადაწყვეტილებაა.

განქორწინებამ ის მასწავლა, რომ დედას უნდა დავუჯერო... დედებს ინტუიცია აქვთ და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ - ილია თოფურიას მოულოდნელი აღიარება