მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - მშობლები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

2026-06-16 15:38:54+04:00

27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.

2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ტურნირი27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლითგაიმართება.მატჩებსთბილისისავჭალის სტადიონიდაქუთაისისაიაარენაუმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებია ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება.ბ ჯგუფშიახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ;გ ჯგუფშიარგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ;დ ჯგუფში- საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არისთიბისიქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაცთიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს:https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati

R