ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის გოგონა, ბაიკერი ელენე ექვთიმიშვილი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
ვიდეოს Motofan_n1 ავრცელებს.
კომენტარებში ბევრი წერს, რამდენად საფრთხის შემცველი და მოუწესრიგებელია გზები და მოძრაობა ქალაქში და რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო ეკიპირება ყველასთვის, ვინც მოტოთი გადაადგილდება.
მისი მეგობრებიც მას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან, ვიდეოებითა და ფოტოებით.

