"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით...." - მარი ნაკანი ვიდეოს აქვეყნებს მეუღლესთან ერთად - მშობლები

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით...." - მარი ნაკანი ვიდეოს აქვეყნებს მეუღლესთან ერთად

2026-06-18 16:04:18+04:00

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით... მინდოდა ეს სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა" - წერს მარი ნაკანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს მეუღლესთან ერთად.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მარი ნაკანი მეუღლის - ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისის მისგან წასვლაზე საუბრობდა თავის სოციალურ ქსელში და ასევე, პოდკასტებში და ამბობდა, რომ ეს მის მენტალურ ჯანმრთელობასთან იყო კავშირში.

"მე და გიორგი 21 წელია ვართ. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ვარ.გიორგისთან ერთად. გიორგი ჩემთვის არის როგორც მეუღლე, მეგობარი, საქმიანი პარტნიორი, მამა, ხანდახან - შვილი, როლებს ხომ იცვის ხოლმე შენი ოჯახის წევრი იმის მიხედვით, რა სიტუაციაში ხარ, შეიძლება შენ დაეხმარო, შეიძლება პირიქით - იმან იზრუნოს შენზე... ჰოდა რაღაცნაირად რომ დაიწყო ჩვენს შორის აი ეს მომენტი, ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ, ჩვენ შარშანც დავშორდით... მერე გვქონდა პაუზა ექვსი თვე და მერე რომ შევრიგდით, აი, მანდ თითქოს მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები. მენატრებოდა ჩემი გიორგი და გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე... ყველას გვახსოვს, ვინც ჩემი გამომწერები არიან და შენც ალბათ, რომ გიორგი ყოველთვის იყო ჩემზე ორიენტირებული...იცი როგორ იყო,გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და თითქოს რაღაცა ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა, იმიტომ რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის ვიყავი სუსტი, აღიზიანებდა ჩემი ყველა რაღაცა ხასიათის დეფექტი ისე როგორც არასდროს ადრე. არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა.... ამან მე დამარტყა... მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე, იმ ადამიანს მერე აღარ უნდა მისცე იმედი...
download-1781784753.png
თითქოს შანსი მისცა ამ ურთიერთობას, აი მე მითხრა, რომ მოდი გავტესტოთო და მეო დავაკვირდებიო, რამდენად მინდაშენთან ერთადო... სატესტო რეჟიმში რომ გსვამენ, უკვე ძალიან იძაბები და უკვე ისეთ პოზიციაში ხარ, რომ რაღაცა ვიღაცამ უნდა დაგაქასთინგოს რა ასე ვთქვათ. სატესტო რეჟიმში ის ექვსი თვე ჩემთვის იყო ძალიან რთული იმიტომ, რომ ყველაფერი, რამე პატარა ხარვეზი თუ იქნებოდა, ამას გიორგი თითქოს აფიქსირებდა, რომ აი რაღაცა არ გამოგდის... არ ვიცი რა ჭირს. აი ცოტა ეგოიზმში აქ ამ პერიოდში ეს ყველაფერი და მე ვერ ვცნობ ჩემს საყვარელ მეგობარს...მენტალური ჩავარდნები სწორედ აი ამ პერიოდიდან დაიწყო. ესჩემი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემიანი, უცბად გახდა ხისტი, ცივი და ცინიკური.ძაან დამარტყა ამან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ადგილები, სადაც ძაან მოწყვლადები ვართ და ეს იარა, რომელიც გახსნილი მქონდა...მეგონა, რომ მას უყვარს ეგეთი მარი ნაკანი, როგორი მარი ნაკანიც ვარ მე. გასაგებია, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი ვარ, რა თქმა უნდა,არც მინდა რომ ვიყო სტანდარტულად იდეალური, მაშინ გამოდის, რომ მე ვარ რობოტი და ჩემს თავს არ ვუსმენ, რაც მე მინდა, რომ ვაკეთო... მე მეგონა, რომგიორგის ჩემი ეს თავისუფლება, ეს სიხალასე თუ რაღაცა სიმსუბუქე,სიგიჟე მიღებული აქვს, რომ მე ვარ არტისტი, მე ვარ ფოტოგრაფი და ფოტოგრაფი ვერ იქნება ძალიან,ასე ვთქვათ, ჩარჩოებში. თვითონაც არ არის მე მგონი ისეთი სტანდარტული, ჩარჩოს ადამიანი...დღემდე მე ჯერ კიდე გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს. მგონია, რომ მაინც ამპარტავნება, იმიტომრომ ბოლო ხანებში იმდენ სხვადასხვა წარმატებას მიაღწია თავის არქიტექტურულ ჟანრში, უცხოელებმაც წაიყვანეს, წამოიყვანეს, იქ პრიზი, იქ ჯილდო, და მე მგონია, ცოტა დაავიწყდა მანამდე ვისთან ერთად იყო ეს წლები, სულ რომ რწყილი და ჭიანჭველასავით ვიყავით და მიატოვა თავისი ჭიანჭველა...
ძალიან დისტანცირდა... მერე მითხრა რომ აი, სანამ შენ მენტალურ სტაციონარში იქნები, ეგეთი სატესტო რეჟიმის გეგმა იყო, თუ გაივლი აი ამ რაღაცებს, მერე წავიდეთ საბერძნეთშიო... მე ძაან მიყვარს მითოლოგია ბავშვობიდანდა ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი საბერძნეთში...
რაღაც პირობები ჰქონდა დადებული, რომ ურთიერთობა გაგრძელებულიყო. როგორ პირობებშიც ვიყავი, ძალიან მკაცრში და ძალიან მკაცრად მოჩარჩოებულში, არ ვიცი, ასე რატომგადაწყვიტა, მეგობრულად ძაან საწყენია, თორემზე აღარ არის საუბარი ქალზე... მეგობარი ამას არ იმსახურებს, რომ შენ უცებ დაუწყო გატესტვა, როცა მანამდე ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც მიღებული გყავდა და მე მგონია, რომ მანდ მესამე ადამიანის ამბავი არის, იმიტომ რომ გიორგი ასე არასდროს არ გაცივდებოდა ჩემს მიმართ...
მე ყოველთვის ჩემში ვეძებ ყოველთვის პრობლემებს,ყოველთვის ჩემი თავის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ, მე ვიღებ ჩემს თავზე და ჩემს ნაბიჯებზეპასუხისმგებლობას, მაგრამ ფაქტია, მე რომ სტაციონარში დავწექი, მესამე კვირას რომ უნდა გავფრენილიყავით, გიორგი აბარგდა, სახლიდან წავიდა და საბერძნეთში წავიდა უჩემოდ... მანამდე რომ მე ველოდებოდი და ვიცოდი, რომ აი გამოვალ და წავალთ, ვოცნებობდი აი, ამ მაკროპოლისის ნახვაზე, იქ სხვადასხვა გადაცემას ვუყურებდი... უკვე მოლოდინის რეჟიმში რომ ხარ, მენტალურადაც მზად ყოფნაში ხარ რაღაცა სიხარულისთვის და უცებ ვნახულობ სთორის, რომ წასულია სახლიდან, ნივთები წაღებულია... მე რომ დავბრუნდე სტაციონარიდან, დავრჩი მარტო და უსამართლობის შეგრძნებამ ძაან დამარტყა..." - ამბობდა მარიამი ინტერვიუში.

ცნობისათვის, მარი ნაკანი ორი შვილის დედაა. უფროსი, ლიტა თავაძე, რომელიც მსახიობი და მოდელია, პირველ მეუღლესთან შეეძინა.მეორე გოგონა, სოფო კი - გიორგი მამასახლისთან ქორწინებაში.

მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი... რატომ მომიტაცა, არ ვიცოდი. მაღაზიაში როცა შევარდა, საფეთქელთან მედო თოფი - მარი ნაკანის მოულოდნელი აღიარება
ვეღარ ვცნობდი ჩემს გიორგის... დღემდე გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს... მგონია, რომ ამპარტავნება... შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა... დავბრუნდი სტაციონარიდან და დავრჩი მარტო - მარი ნაკანი