10 ნივთი 50 ლარად - „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ აუთლეტში 20 ივნისიდან განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ - მშობლები

10 ნივთი 50 ლარად - „ბიბლუსისა“ და „პეპელას“ აუთლეტში 20 ივნისიდან განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ

2026-06-19 17:30:23+04:00

10 ნივთი მხოლოდ 50 ლარად - დაუჯერებელი შეთავაზება „ბიბლუსის“, „პეპელასა“ და XS Toys-ის აუთლეტში 20 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციით სარგებლობა ჰუალინგ პლაზაში მდებარე აუთლეტ სივრცეშია შესაძლებელი. შეთავაზება ვრცელდება „ბიბლუსის“, „პეპელასა“ და XS Toys-ის ადგილზე წარმოდგენილ ასორტიმენტზე. მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად დააკომპლექტოს სასურველი კალათა - აირჩიოს წიგნები, საკანცელარიო ნივთები, საგანმანათლებლო თუ გასართობი სათამაშოები სამივე ბრენდის კოლექციიდან და ჯამში მხოლოდ ფიქსირებული თანხა, 50 ლარი გადაიხადოს.

აუთლეტ სივრცეში წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ როგორც ქართული, ისე თარგმნილი ლიტერატურა, საბავშვო გამოცემები. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი სახლის ბიბლიოთეკა ზედმეტი ხარჯის გარეშე გაამდიდროთ.

ნუ გადადებთ, ესტუმრეთ ჰუალინგ პლაზას და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი წიგნები და სათამაშოები საუკეთესო ფასად.

R