ენ ჰეთეუეი მუცელს აღარ მალავს - 43წლის ასაკში მსახიობი მესამე შვილს ელოდება - მშობლები

ენ ჰეთეუეი მუცელს აღარ მალავს - 43 წლის ასაკში მსახიობი მესამე შვილს ელოდება

2026-06-19 20:37:57+04:00

43 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი ბოლოს და ბოლოს გამოეხმაურა ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებულ ჭორებს და დაადასტურა, რომ მესამე შვილს ელოდება.

მსახიობის ორსულობაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. საბოლოოდ, ენ ჰეთეუეიმ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც უკვე აშკარად ჩანს მომრგვალებული მუცელი.

მსახიობი ოჯახში მატებას მეუღლესთან, ადამ შულმანთან, ერთად ელოდება. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა და წლების განმავლობაში მშობლობის გზაზე არაერთი სირთულის გადალახვა მოუწიათ.

5c9a53f6-aba3-4aae-9f84-9ac4dcfe22c5-1781887610.png

ენ ჰეთეუეი არასოდეს მალავდა, რომ დედობა მისთვის მარტივი არ ყოფილა. მსახიობი წლების განმავლობაში უშვილობას ებრძოდა და მოგვიანებით გულწრფელად ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც ამ გზაზე გადაიტანა.

„უბრალოდ არ დამიქნევია ჯადოსნური ჯოხი და არ მითქვამს: „მინდა დავორსულდე“. რეალობაში ყველაფერი ბევრად უფრო რთულია“, — ამბობდა მსახიობი.

წყვილის პირველი შვილი, ჯონათანი, 2016 წელს დაიბადა, სამი წლის შემდეგ კი ოჯახს მეორე ვაჟი — ჯეკი შეემატა. თუმცა ამ ორ ბედნიერ მოვლენამდე ენ ჰეთეუეიმ მძიმე დანაკარგიც გადაიტანა — 2014 წელს, პირველივე ორსულობისას, მუცელი მოეშალა.

99799769-0-image-a-43-1751048116262-1781887457.avif

მოგვიანებით მსახიობმა ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ტრაგედია სპექტაკლის რეპეტიციის დროს მოხდა, მისი პერსონაჟიც სწორედ ორსული ქალი იყო.

„ძალიან რთულია, როცა რაღაც ძალიან გინდა და ამავე დროს საკუთარ თავს ეკითხები, ხომ არ აკეთებ რამეს არასწორად“, — იხსენებდა ვარსკვლავი.

მსახიობი ტრადიციულად პირად ცხოვრებას არ ასაჯაროვებს და ორსულობის შესახებ მხოლოდ მაშინ საუბრობს, როდესაც ვადა უკვე საკმაოდ დიდია. ასე მოხდა ამჯერადაც — მან სასიხარულო ამბავი მხოლოდ მაშინ გაამხილა, როცა ორსულობა თვალსაჩინო გახდა.

5f6198156511b2cccd607fe630c821fa-1781887540.webp

ენ ჰეთეუეი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ოჯახურ ცხოვრებაში თავს ბედნიერად გრძნობს და მეუღლის მხარდაჭერა მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ყველა მხრივ ის ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“, — ამბობდა მსახიობი ქმარზე.

მესამე ორსულობა მსახიობისთვის განსაკუთრებულ პერიოდს ემთხვევა, რადგან ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემებზეც ისაუბრა. ენ ჰეთეუეიმ აღიარა, რომ კატარაქტის ადრეული ფორმის გამო თითქმის 10 წლის განმავლობაში მარცხენა თვალით პრაქტიკულად ვერ ხედავდა.

მისი თქმით, დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებდა და დიდხანს ვერ აცნობიერებდა, რამდენად სერიოზული იყო მდგომარეობა.

gettyimages-2153893586-40472fcd74514aa59f70bf520c4c6be2-1781887569.jpg

„ამან მხედველობაზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ფაქტობრივად მარცხენა თვალით დავბრმავდი და საბოლოოდ ოპერაციის ჩატარება დამჭირდა“, — განაცხადა მსახიობმა.

მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ვარსკვლავი დღეს ბედნიერ პერიოდს გადის და მესამე შვილის დაბადებას დიდი სიხარულით ელოდება.

როცა დრო მაქვს, ვაცხობ და ბავშვებს ვასწავლი ბურთის ისე სროლას, რომ მეზობლები არ შეაწუხონ... - 42 წლის ენ ჰეთეუეი პოპულარობის პიკზეა
სცენაზე ყოველ საღამოს ვმშობიარობდი, არადა სინამდვილეში პირველივე ორსულობა შემიწყდა და საშინლად ვიყავი... - ენ ჰეთეუეი პანიკურ შეტევებსა და ორსულობის სირთულეებზე