რას ურჩევდა ვანგა ადამიანებს სიცოცხლის ბოლო წლებში - ნათელმხილველის უცნობი წინასწარმეტყველებები - მშობლები

რას ურჩევდა ვანგა ადამიანებს სიცოცხლის ბოლო წლებში - ნათელმხილველის უცნობი წინასწარმეტყველებები

2026-06-20 22:33:52+04:00

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას სახელი მისი გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც მსოფლიოს მასშტაბით დიდ ინტერესს იწვევს. მან უამრავი იდუმალი წინასწარმეტყველება დატოვა, რომელთა გაშიფვრას დღემდე ცდილობენ მისი მიმდევრები, მკვლევრები და ახლობლები.

მედიაში ყველაზე ხშირად ვანგას პროგნოზების ყველაზე შემაშფოთებელი ვერსიები ვრცელდება – ომების, გლობალური კრიზისებისა და კატასტროფების შესახებ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად ნათელმხილველი ხშირად ოპტიმისტურ მომავალზეც საუბრობდა.

ვანგას წინასწარმეტყველებების შესახებ ახალი დეტალები ჟურნალისტმა სერგეი კოსტორნოიმ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გაამხილა, რომელსაც ბევრი ვანგასთან დაახლოებულ ადამიანად და მისი მემკვიდრეობის მცველად იცნობს. მისი თქმით, ნათელმხილველის სიტყვების არაერთი შემაშფოთებელი ინტერპრეტაცია რეალურად არ შეესაბამება იმას, რასაც ის სინამდვილეში ამბობდა.

კოსტორნოიმ გაიხსენა, რომ ერთხელ ვანგას პირდაპირ ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ნათელმხილველმა კატეგორიულად უპასუხა, რომ კაცობრიობა ასეთ სცენარს თავიდან აიცილებდა. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცალკეული სამხედრო კონფლიქტები შესაძლოა მომხდარიყო, თუმცა გლობალური დაპირისპირება, რომელიც ერთდროულად ყველა სახელმწიფოს შეეხებოდა, არ მოხდებოდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებდა. საუბარი მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობას შეეხებოდა. კოსტორნოის მოგონებების მიხედვით, ვანგა ამტკიცებდა, რომ უახლოესი ასი წლის განმავლობაში კაცობრიობა პლანეტარული მასშტაბის გლობალურ ეკოლოგიურ ტრაგედიას არ შეეჯახებოდა. თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში მის პროგნოზებში არ დასტურდება.

ნათელმხილველი საუბრობდა სერიოზულ გარდაქმნებზე, რომლებიც მომავალში კაცობრიობას ელოდა. ვანგას ვარაუდით, XXI საუკუნის დასასრულისკენ მსოფლიო ბევრად უფრო გაერთიანებული გახდებოდა. ის საუბრობდა სახელმწიფო საზღვრების თანდათანობით გაქრობაზე მათი დღევანდელი გაგებით და იმაზეც, რომ ადამიანები ტერიტორიებისა და მატერიალური ინტერესების გამო ომებს შეწყვეტდნენ.

ამ პროგნოზების თანახმად, დროთა განმავლობაში შეიცვლებოდა მსოფლიო ფინანსური სისტემაც. ვანგა არ გამორიცხავდა, რომ კაცობრიობა მრავალი სხვადასხვა ვალუტის გამოყენებაზე უარს იტყოდა, ხოლო ფულთან დაკავშირებული კონფლიქტები და ეკონომიკური დაპირისპირებები აქტუალობას დაკარგავდა. მისი აზრით, საზოგადოების განვითარება სახელმწიფოებისა და ხალხების უფრო მშვიდობიან თანაცხოვრებას შეუწყობდა ხელს.

სერგეი კოსტორნოიმ ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ბოლო საუბარი ვანგასთან, რომელიც მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. იმ პერიოდში ნათელმხილველი უკვე მძიმედ ავადმყოფობდა და, როგორც ჟურნალისტი იხსენებს, რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის სულ უფრო ხშირად ფიქრობდა საკუთარი წინასწარმეტყველებების მნიშვნელობაზე.

ვანგას მიაჩნდა, რომ მომავლის ცოდნა ადამიანს მისი შეცვლის შესაძლებლობას არ აძლევს. სწორედ ამიტომ ურჩევდა ხალხს, ნაკლებად ენერვიულათ მოსალოდნელ მოვლენებზე და ყურადღება აწმყოზე გაემახვილებინათ. ნათელმხილველი თანამოსაუბრეებს მოუწოდებდა, ეცხოვრათ დღევანდელი დღით, მეტი დრო დაეთმოთ ოჯახისთვის, შვილების აღზრდისთვის, საყვარელი საქმისთვის და ნებისმიერ ვითარებაში ეპოვათ სიხარულის მიზეზი.

სწორედ ასეთმა შეხედულებამ განსაზღვრა მისი დამოკიდებულება ბნელი წინასწარმეტყველებების მიმართ ცხოვრების ბოლო წლებში. ვანგა სულ უფრო იშვიათად უყვებოდა ადამიანებს იმ ნეგატიურ მოვლენებზე, რომელთა წინასწარ დანახვაც შეეძლო. მისი განმარტებით, მსგავსი პროგნოზები მხოლოდ შფოთვასა და შიშს აძლიერებს, მაშინ როცა მოვლენების მიმდინარეობის შეცვლა მაინც შეუძლებელია.

იმაზე დავა, თუ ზუსტად რა წინასწარმეტყველებები დატოვა ვანგამ, დღემდე არ წყდება. თუმცა, თუ მის ახლობლებს დავუჯერებთ, სიცოცხლის ბოლო წლებში ნათელმხილველი სულ უფრო ხშირად არა კატასტროფებსა და უბედურებებზე, არამედ აწმყოს დაფასების აუცილებლობაზე, იმედის შენარჩუნებასა და მომავლის შიშის გარეშე ცხოვრებაზე საუბრობდა.

რას ნიშნავს სიზმარში ტირილი ან მტირალი ბავშვის ნახვა - ფროიდის, ვანგას და ნოსტრადამუსის ახსნილი სიზმარი