თუკი ჩვენი ტესტის 10 კითხვას 3 წუთში ისე უპასუხებთ, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით და მხოლოდ საკუთარ ცოდნას დაეყრდნობით, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. რომელი სახელმწიფოს დედაქალაქს ჰქვია სახელი მისი პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად?
- მექსიკის
- ამერიკის შეერთებული შტატების
- ბრაზილიის
- არგენტინის
2. რომელი ნივთიერება არ გადადის არასდროს მყარ მდგომარეობაში ნორმალური წნევის პირობებში?
- აზოტი
- ჟანგბადი
- წყალბადი
- ჰელიუმი
3. რა ეწოდება მამაკაცის საშუალო რეგისტრის ხმას, რომელიც ბანსა და ტენორს შორისაა?
- ბარიტონი
- სოპრანო
- მეცო-სოპრანო
4. რომელი სახელმწიფოს შექმნა გახდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კონფლიქტის მიზეზი?
- ბუტანი
- ნეპალი
- მიანმარი
- ბანგლადეში
5. რომელ ქვეყანაშია ფუძიამა?
- ბრაზილიაში
- ჩინეთში
- იაპონიაში
- ეგვიპტეში
6. რომელ მთათა სისტემაზე მდებარეობს მონბლანი?
- კარპატების
- ალპების
- ანდების
7. რომელ ქვეყანასთან არ აქვს შვეიცარიას საზღვარი?
- პოლონეთთან
- საფრანგეთთან
- ავსტრიასთან
8. ვინ გამოიგონა უწყვეტი ქიმიური ანალიზის მეთოდი, რომელიც ქიმიურ მრეწველობაში გამოიყენება?
- ალბერტ აინშტაინმა
- არნოლდ ბექმანმა
- დიმიტრი მენდელეევმა
9. ვინ შემოგვთავაზა პირველად ატომის მოდელი, რომელშიც ელექტრონები ბირთვის გარშემო ორბიტებზე მოძრაობენ?
- ნილს ბორმა
- ჯეიმს ჩედვიკმა
- ერნესტ რეზერფორდმა
10. რა ჰქვია მეცნიერებას გერბების შესახებ?
- ჰერბარიუმი
- ჰერალდიკა
- ჰერპეტოლოგია
პასუხები და განმარტებები:
- აშშ - 1789 წელს აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა.
- ჰელიუმი - ერთადერთი ელემენტია, რომელიც არ მყარდება და რჩება თხევად მდგომარეობაში ნორმალური ატმოსფერული წნევისა და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც კი. მყარ მდგომარეობაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ 25 ატმოსფეროზე მეტი წნევის დროს.
- ბარიტონი - ასე ჰქვია მამაკაცის საშუალო სიმაღლის ხმას, რომელიც ჟღერადობით მოქცეულია ყველაზე დაბალ (ბანი) და მაღალ (ტენორი) ხმებს შორის.
- ბანგლადეშის
- ფუძიამა - მოქმედი სტრატოვულკანია იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე, ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით 90 კილომეტრში.
- მონბლანის მწვერვალი მდებარეობს ალპების მთათა მასივში, იტალიაში.
- პოლონეთთან
- არნოლდ ბექმანმა მე-20 საუკუნის შუა ხანებში შეიმუშავა უწყვეტი ქიმიური ანალიზის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მრავალ დარგში, მათ შორის ქიმიურ მრეწველობაში.
- ატომის პლანეტარული მოდელი, ანუ რეზერფორდის ატომის მოდელი - ატომის აღნაგობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოდელი, რომელიც ერნესტ რეზერფორდმა შემოგვთავაზა 1911 წელს გამოქვეყნებულ კლასიკურ სტატიაში, ოქროს თხელ ფირფიტაში ალფა-ნაწილაკების გაბნევის ექსპერიმენტების შედეგების ანალიზისა და სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე.
- ჰერალდიკა - ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გერბებს, მათ წარმოშობას, მნიშვნელობასა და შექმნის წესებს.